Sputnik-ი რიოს ოლიმპიადაზე ეროვნული ნაკრებების შესახებ მოგითხრობთ

© photo: Sputnik / Alexander ImedashviliSputnik-ი რიოს ოლიმპიადაზე ეროვნული ნაკრებების შესახებ მოგითხრობთ
Sputnik-ი რიოს ოლიმპიადაზე ეროვნული ნაკრებების შესახებ მოგითხრობთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრაზილიის დედაქალაქიდან ოლიმპიურ რიოზე ეროვნული ნაკრები გუნდების შესახებ ყველაზე აქტუალურ სიახლეებს მკითხველი Sputnik-ის კორესპონდენტებისგან ყოველდღიურად „ახალი ამბების“ რუბრიკაში ფოტო-ვიდეო და რადიო ფორმატში მიიღებს.

თბილისი, 1 ივლისი —  Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა რიო-დე-ჟანეიროს XXXI ზაფხულის ოლიმპიური თამაშების (5-21 აგვისტო) სტარტის წინ მულტიმედიურ პორტალებზე სპეციალური რუბრიკა „რიო 2016“ ჩაუშვა, რომელიც საქართველოს, სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვას, აზერბაიჯანისა და ყირგიზეთის ეროვნული ნაკრების სპორტსმენების გამარჯვებებისა და მიღწევების შესახებ მოგითხრობთ.

ბრაზილიის დედაქალაქიდან ოლიმპიურ რიოზე ეროვნული ნაკრები გუნდების შესახებ ყველაზე აქტუალურ სიახლეებს მკითხველი Sputnik-ის კორესპონდენტებისგან ყოველდღიურად „ახალი ამბების“ რუბრიკაში ფოტო-, ვიდეო- და რადიო ფორმატში მიიღებს.

ინტერაქტიული ინფოგრაფიკა კი 120-წლიანი ისტორიის განმავლობაში ოლიმპიური რეკორდების შესახებ მოგითხრობთ, რომელიც სათავეს 1896 წლიდან იღებს, როდესაც ათენში პირველი საზაფხულო თამაშები გაიმართა. ივლისის ბოლოს მკითხველს საშუალება მიეცემა  ონლაინ-რეჟიმში გაეცნოს ეროვნული გუნდების შემადგენლობას, შეჯიბრებების განრიგსა და ასევე მიღებულ საპრიზო ადგილებს.

რიოს ოლიმპიადიდან ყველაზე აქტუალური სიახლეების ოპერატიულად გაცნობა Sputnik-ის პორტალებსა და სოციალურ ქსელში იქნება შესაძლებელი.

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0