გამოკითხვა: მიგრანტებს განხეთქილება შეაქვთ ევროპულ საზოგადოებაში

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიმიგრანტები ევროპაში
მიგრანტები ევროპაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნეიტრალურნი აღნიშნული მოსაზრების მიმართ აღმოჩნდა გერმანელთა 4%, ფრანგი რესპოდენტების 4% და ბრიტანელთა 22%.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. "Sputnik.მნენიას" გამოკითხვის მონაცემებით, საფრანგეთის გამოკითხული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (68%) თვლის, რომ მიგრანტებს განხეთქილება შეაქვთ საზოგადოებაში, რადგან ისინი არ ცდილობენ ევროპული ცხოვრების წესისა და ღირებულებების ათვისებას. მონაცემები მიღებულ იქნა გამოკითხვის შედეგად, რომელიც ფრანგულმა კვლევითმა კომპანიამ Ifop-მა და ბრიტანულმა კომპანია Populus-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ჩაატარეს. 

პასუხად კითხვაზე “ეთანხმებით თუ არა რომ იმიგრაციას განხეთქილება შეაქვს საზოგადოებაში, რადგან მიგრანტები არ ცდილობენ ევროპული ცხოვრების წესისა და ღირებულებების შეთვისებას“, — დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 18%-მა, საფრანგეთის 28%-მა და გერმანიის 35%-მა უპასუხა, რომ არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ნეიტრალურნი აღნიშნული მოსაზრების მიმართ აღმოჩნდა გერმანელთა 4%, ფრანგი რესპოდენტების 4% და ბრიტანელთა 22%. 

დიდ ბრიტანეთში გამოკითხვა კომპანია Populus-მა 2016 წლის 15-21 აპრილს ჩაატარა. საფრანგეთსა და გერმანიაში გამოკითხვა კომპანია IFop-მა 2016 წლის 14-18 აპრილს ჩაატარა. გამოკითხვაში 3042-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა გერმანიიდან (989 კაცი), საფრანგეთიდან (1008 კაცი) და დიდი ბრიტანეთიდან (1045 კაცი). შერჩევა მოხდა სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება 95% შესაძლოდან 3,1%-ს არ აღემატება.

© photo: Sputnikმიგრანტები არ ცდილობენ ევროპული ცხოვრების წესისა და ღირებულებების შეთვისებას
მიგრანტები არ ცდილობენ ევროპული ცხოვრების წესისა და ღირებულებების შეთვისებას - Sputnik საქართველო
მიგრანტები არ ცდილობენ ევროპული ცხოვრების წესისა და ღირებულებების შეთვისებას

ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. პროექტის პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და Forsa. „Sputnik.მნენიას“ პროექტის ფარგლებში ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

გაეცანით „Sputnik.მნენიას“  სხვა კვლევებს:

http://sputniknews.com/trend/sputnik_polls_2016/

ყველა ახალი ამბავი
0