რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საკითხზე აშშ-ის და ევროპის მოსაზრება განსხვავებულია

© photo: Sputnik / Игорь Руссак / გადასვლა მედიაბანკშიაკრძალვის ნიშანი
აკრძალვის ნიშანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხვის შედეგებით, ევროპელების თითქმის ნახევარი რუსეთისთვის სანქციების გაუქმების მომხრეა.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვის მონაცემებით, 2016 წლის ივნისში გამოკითხული ევროპელების თითქმის ნახევარი — 47% რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების მომხრეა. ამ მოსაზრებას ემხრობა იტალიელების 51%, გერმანელების 48% და ფრანგების 43%. რაც შეეხება აშშ-ს, აქ გამოკითხულთა მხოლოდ 29% უჭერს მხარს ამ მოსაზრებას. მონაცემები გამოქვეყნდა კვლევის შედეგების საფუძველზე, რომელიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა კომპანია Ifop-მა და ბრიტანულმა კომპანია Populus-მა ჩაატარეს.

რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას ყველაზე მეტად აშშ-ის მოსახლეობა უჭერს მხარს. კითხვაზე, „2016 წლის ივნისში უნდა გაუქმდეს თუ გაგრძელდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები“, გამოკითხვაში მონაწილე ამერიკელების 42%-მა დადებითი პასუხი გასცა. ამ აზრს იზიარებენ გერმანიაში გამოკითხულთა 31%, საფრანგეთში 29% და იტალიაში 27%.  კითხვაზე პასუხი ვერ გასცა გერმანიის მოსახლეობის 21%-მა, საფრანგეთის 28%-მა, იტალიის 22%-მა და აშშ-ის მოსახლეობის 29%-მა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2014 წელს შემოიღო, სანქციების გაგრძელების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 2016 წლის ივნისის ბოლომდე უნდა იქნას მიღებული.

გამოკითხვა აშშ-სა და იტალიაში ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია Populus-მა 2016 წლის 15-21 აპრილის პერიოდში ჩაატარა. საფრანგეთსა და გერმანიაში კი ფრანგულმა კვლევითმა კომპანია Ifop-მა 2016 წლის 14-18 აპრილის პერიოდში. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 4010-მა რესპონდენტმა აშშ-დან (1002), გერმანიიდან (989), საფრანგეთიდან (1008) და იტალიიდან (1011). შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით ასახავენ.

© Sputnik / Maria TsimintiaСанкции против России - грузинская версия
Санкции против России - грузинская версия - Sputnik საქართველო
Санкции против России - грузинская версия

ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. პროექტის პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და Forsa. „Sputnik.მნენიას“ პროექტის ფარგლებში ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0