Sputnik-ი საქართველოში, ბალტიისპირეთსა და დსთ-ის ქვეყნებში მოგზაურობას გთავაზობთ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ჯვრის მონასტერში
ტურისტები ჯვრის მონასტერში - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-მა ლონგრიდის ფორმატში საქართველოში დასვენების მსურველთათვის სასარგებლო ინფორმაცია შეკრიბა.

თბილისი, 1 ივნისი  — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა ზაფხულის სეზონისთვის დსთ-ში, ბალტიისპირეთსა და საქართველოში მულტიმედიური გზამკვლევი პროექტი „იმოგზაურე Sputnik-თან ერთად“ დაიწყო. პროექტი მკითხველს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ლატვიაში, მოლდავეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და ესტონეთში მოგზაურობის შესახებ ყველაზე სასარგებლო და საინტერესო ინგორმაციას სთავაზობს.

გარდა ამისა, „იმოგზაურე Sputnik-თან ერთად“ დაახლოებით ათზე მეტ ქვეყანაში სასიამოვნო მოგზაურობის მარშრუტს შემოგთავაზებთ, მოგითხრობთ ბუნებრივი და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების, ტრადიციული სამზარეულოს საიდუმლოებებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ და გიკარნახებთ თუ სად შეგიძლიათ გაატაროთ შვებულება.

„ლონგრიდის მოხერხებულ ფორმატში Sputnik-ი პრაქტიკული გზამკვლევი იქნება მათთვის, ვისაც საქართველოში დასვენების სურვილი აქვს. ეს ძალზე სასარგებლო ინფორმაციებია, რომელიც ერთადაა შეკრებილი: ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოკადრებით დაწყებული სასტუმროების ფასთა ნუსხითა და მომსახურების პირობებით დამთავრებული. ვიმედოვნებთ, რომ ლონგრიდი საქართველოს მოქალაქეებსაც გამოადგებათ, ხოლო მათ, ვისაც გადაწყვეტილი არ აქვს თუ სად დაისვენოს, მათ ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს ვაჩვენებთ“, — განაცხადა რესურს „Sputnik საქართველოს" ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს სიახლეების მიღება 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0