ფოსტალიონი 1300-ჯერ აკაკუნებს...

CC BY 2.0 / Herry Lawford / Wandle Rdფოსტალიონი
ფოსტალიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
87 წლის ყოფილი ფოსტალიონი 1300-ზე მეტი „უკანონო“ ბავშვის მამა აღმოჩნდა. ყველაფერი კი მას შემდეგ გაირკვა, რაც ერთმა ოჯახმა კერძო დეტექტივი დაიქირავა.

კერძო დეტექტივ სიდ როისთვის, რომელსაც 2001 წელს ორმა მამაკაცმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმართა, თავდაპირველად ეს ჩვეულებრივი სამუშაო იყო. „მამაკაცებმა მომმართეს, რომ მათი ბიოლოგიური მამა დამედგინა“, — განაცხადა როიმ.

2001 წელს დაწყებული ეს სრულიად ჩვეულებრივი საქმე კერძო დეტექტივისთვის ლამის „ცხოვრების საქმედ“ იქცა. დეტექტივმა 15 წლის განმავლობაში ათასობით დნმ-ის ნიმუში შეაგროვა და დაამტკიცა, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთის ძმაა და ამ ორ ძმას კიდევ, სულ ცოტა, 1300 და და ძმა ჰყავდა.

© Flickr / FL/ Simon Kფოსტალიონი
ფოსტალიონი - Sputnik საქართველო
ფოსტალიონი

„ბავშვების მამა“ 87 წლის მოხუცი აღმოჩნდა. ის არაფერს ნანობს და აცხადებს, რომ იმ დროს, 60-იან წლებში კონტრაცეფცია მაინც და მაინც გავრცელებული არ იყო.

„სასირცხვილო არაფერი მაქვს. 60-იანი წლები ძველი, კარგი დრო იყო, როცა ქალებთან ყველაფერი კარგად მქონდა, ბევრს (ქალებს) ჯონი კეში (ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი) ვეგონე. არ ვიცი, მართლა კეში ვეგონე თუ თავს იტყუებდნენ“, — ამბობს მოხუცი.

ვიეტნამი - Sputnik საქართველო
როგორ გახდა ტონგი 100 ბავშვის მამა – კაცთმოყვარეობისა და სიყვარულის ნამდვილი მაგალითი

„გამოძიების მსვლელობისას განცვიფრებული დავრჩი — ორივე ეს მამაკაცი ერთი და იმავე მამის შვილი იყო“, — იხსენებს კერძო დეტექტივი.

აქედან დაიწყო საიდუმლოს ფარდის ახდა, რომელსაც კერძო გამომძიებელმა ამდენი ხანი მოანდომა.

დეტექტივი აცხადებს, რომ მოხუცის შვილები მის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს არ აპირებენ.

„უმრავლესობას არ უნდა, რომ ინფორმაცია ყველასთვის ცნობილი გახდეს. სიმართლის გამჟღავნებას ასობით ოჯახის დანგრევა შეუძლია. 15-წლიანი გამოძიების მიზანი ეს არ ყოფილა“, — აცხადებს როი.

დნმ-ის ტესტები და მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს, რომ ამჟამად პენსიონერი ფოსტალიონი 1300-ზე მეტი შვილის მამაა, მაგრამ სიდ როი ფიქრობს, რომ მათი რაოდენობა, შესაძლოა, უფრო მეტიცაა, თუმცა ამ საქმის გაგრძელებას ის აღარ აპირებს.

„ამ საქმეს 15 წელი შევალიე, ვფიქრობ, ჩემთვის საკმარისია“, — ამბობს სიდ როი.

ყველა ახალი ამბავი
0