ქართველი ხელოვანის ნამუშევრები ერევანს საჩუქრად გადაეცემა

© FB/ Qeti Melqadzeქეთი მელქაძე
ქეთი მელქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
7 დეკემბერს, ერევანში, ქართველი ხელოვანის, ქეთი მელქაძის მიერ რკინის სამშენებლო ბადისგან შესრულებული ნამუშევრის დამონტაჟებაა დაგეგმილი. ნამუშევრების თემაა „სპიტაკის მიწისძვრა“.

ჩვენ დავუკავშირდით ქეთი მელქაძეს და ამ ღონისძიების შესახებ გავესაუბრეთ.

– ქალბატონო ქეთი, თქვენი ნამუშევრები უკვე იპყრობს საზოგადოების ყურადღებას არა მარტო საქართველოში…

— დიახ, ერევანში გამოფენა მქონდა. იქ  ყოფნის დროს სურვილი გამიჩნდა, ამ ქალაქისთვის რაღაც მეჩუქებინა. ვფიქრობდი, საჩუქარის თემა თავად შემერჩია, მაგრამ მათ სპიტაკში მომხდარი მიწისძვრის თემა შემომთავაზეს. როდესაც ერი თავის ამგვარ ტრაგედიასთან შეხების საშუალებას გაძლევს, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. როგორ გავართვი თავი, ამას თავად იხილავთ.

ქართველი ხელოვანის ნამუშევრები ერევანში

– ამას გარდა, ვიცი, რომ რკინის სამშენებლო ბადისგან შესრულებული თქვენი ნამუშევრები ერევნის თეატრსაც აჩუქეთ…

— და არა მხოლოდ ერთს. ფრუნზიკ მკრტჩიანის თეატრშია განთავსებულია ჩემი „მიმინო“, სუნდუკიანის თეატრს კი „პეპო“ ვაჩუქე. ამჟამად იქ რემონტი მიმდინარეობს. 10 დეკემბერს იქ სეზონს „პეპოთი“ ხსნიან და მე მიწვეული ვარ, რომ ნამუშევარი თეატრს ოფიციალურად გადავცე. პომპეზურობა არ მიყვარს, თუმცა კარგად მესმის, რომ ერევანში ყოფნის დროს ქვეყნის სახეს წარმოვადგენ და ვცდილობ, ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ ყოველი შემთხვევა გამოვიყენო. თბილისში აუტიზმის ცენტრთან ვთანამშრომლობ და ახლა ისინი ერევნის აუტიზმის ცენტრს დავაკავშირე. ერევანში ასევე ჩვენი ბავშვების ორკესტრის „სიმის“ გასტროლებსაც ვგეგმავ. მჯერა, რომ ბავშვები ჩვენი ქვეყნების დასაახლოებლად უფრო მეტს გააკეთებენ. იქ ყოფნის დროს მათ ნოსტალგიას ჩვენთან დაკავშირებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი. ეს უფროსი ასაკის სომხებს ეხება და მინდა, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმაც იმეგობრონ. კარგი მეზობელი ხომ ცუდ ნათესავს სჯობია?..

© FB/ Qeti Melqadzeქეთი მელქაძის გამოფენის პოსტერი ერევანში
ქეთი მელქაძის გამოფენის პოსტერი ერევანში - Sputnik საქართველო
ქეთი მელქაძის გამოფენის პოსტერი ერევანში

ქეთი მელქაძე პროფესიით ფილოლოგია, ხატვა არასოდეს უცდია, რკინის სამშენებლო ბადისგან ნამუშევრების დამზადება ორი წელია რაც დაიწყო. ამ ხნის მანძილზე უკვე ექვსი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დაწესებულებებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკრებულოსა და პარლამენტშია განთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0