ცხოვრების მუდმივმოქმედი 10 ოქროს წესი

© FL/ Pedro Salinasსკულპტურა „სახის გამომეტყველება“
სკულპტურა „სახის გამომეტყველება“ - Sputnik საქართველო
გამოწერა

ჩვენი მომავალი ჩვენს დღევანდელ ნაბიჯებსა და ქმედებებზეა დამოკიდებული. ადამიანი ან ფუჭად ფლანგავს ცხოვრებისეულ გაკვეთილებს და ჩვეულებიდან გამომდინარე გამუდმებით უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას, ან ჭკუას ხმარობს და ერთხელ არასწორად გადადგმულ ნაბიჯს აღარ იმეორებს.

დაშვებულ შეცდომაზე ყურადღების გამახვილება, მისი გაანალიზება და სწორი გადაწყვეტილების მიღება — ამ ყველაფერში ის რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება  დაგეხმარებათ, რომლებსაც ქვემოთ სპეციალურად თქვენთვის მოვუყარეთ თავი.

ჩვენი რჩევაა, დროდადრო გადახედოთ ხოლმე მათ. 

ფიქრები ზღვასთან - Sputnik საქართველო
ბედისწერის 25 მარტივი წესი - დაიცავით ისინი და..

•    არასდროს არაფერი მიუტევოთ მოღალატეს — ასეთები არ იცვლებიან.

•    ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე და აღარ მოგიწევთ სხვა ვერსიების დამახსოვრება.

•    ნუ დასცინებთ სხვების ოცნებებს — საკუთარს მიხედეთ.

•    არ იწუწუნოთ. პრობლემას წუწუნი კი არა, მოგვარება სჭირდება.

•    ნუ გაავრცელებთ ჭორებს, ნუ ჩაერთვებით „ენის ფხანის“ პროცესში. გახსოვდეთ, სწორედ ამ ადამიანებს თქვენზეც შეუძლიათ ჭორაობა.

•    აღიარეთ შეცდომები. გახსოვდეთ, შეუმცდარი მხოლოდ ისაა, ვინც არაფერს აკეთებს.

•    თუ რამ უსიამოვნო საქმე გაქვთ მოსაგვარებელი, დილიდანვე მოიშორეთ თავიდან, რათა მთელი დარჩენილი დღე ამაზე ფიქრსა და ნერვიულობას არ შეალიოთ.

•    ეცადეთ არ ისესხოთ ფული — აღება იოლია, დაბრუნება კი ძნელი.

•    იყავით თავაზიანი. ეს არც რთულია და არც რაიმე განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. სამაგიეროდ ადამიანები ამის გამო დაგაფასებენ და პატივისცემით მოგეპყრობიან.

•    ნუ იცხოვრებთ ნურც წარსულის წარმატებებით და ნურც ჩავარდნებით. ნუ მისცემთ უფლებას წარსულს, ყოველთვის განსაზღვროს თქვენი მომავალი!

ყველა ახალი ამბავი
0