სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს — მარკესისა და ბარჩის სიყვარულის ისტორია

© FB/Gabriel García Márquezcგაბრიელ გარსია მარკესი
გაბრიელ გარსია მარკესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიჭი 18 წლისა იყო, გოგო — 13-ის. მაგრამ დაინახა თუ არა, მაშინვე მიხვდა, რომ სწორედ ამ გოგოსთან გაატარებდა მთელ ცხოვრებას. ბიჭს გაბრიელ მარკესი ერქვა, გოგოს — მერსედეს ბარჩა.

რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ: მომავალი მწერალი ტემპერამენტული და იდუმალი, მეაფთიაქის ქალიშვილი კი — ჰარმონიული და მშვიდი.

ისინი წვეულებაზე შეხვდნენ ერთმანეთს და პატარა მეჩემ (ასე ეძახდა მერსედესს გაბრიელი) თავბრუ დაახვია მას. ბიჭმა გოგო ჩიტს მიამსგავსა — ელეგანტურსა და დახვეწილს. იმ საღამოს ჩასახული სიყვარული მხოლოდ 13 წლის შემდეგ დაგვირგვინდა ქორწინებით.

© FB/Gabriel García Márquezგაბრიელ მარკესი და მერსედეს ბარჩი — გაბო და მეჩე
გაბრიელ მარკესი და მერსედეს ბარჩი — გაბო და მეჩე - Sputnik საქართველო
გაბრიელ მარკესი და მერსედეს ბარჩი — გაბო და მეჩე

მანამდე კი მერსედესსა და გაბრიელს, შეიძლება ითქვას, ეპისტოლარული რომანი ჰქონდათ — ერთმანეთს წერილებით ეცნობოდნენ, მომავალს გეგმავდნენ, გრძნობებში უტყდებოდნენ…

შესაძლოა, სწორედ ამგვარმა ურთიერთობამ შეუწყო ხელი წყვილს, ღრმად გაეცნოთ, ძირისძირობამდე შეესწავლათ ერთმანეთის ხასიათები და მერე მთელი ცხოვრება ერთ ოჯახად გაეტარებინათ. ვინ იცის, იქნებ მართლა ესეც იყო მიზეზი. ყოველ შემთხვევაში, თავად მარკესი წერდა, მე და მერსედესს ერთხელაც არ მოგვცემია კამათის საბაბიო.

ქორწინებამდე მეჩე მშობლებს ხუთი დისა და ძმის გაზრდაში ეხმარებოდა და მოთმინებით ელოდა, როდის აღასრულებდა გაბრიელი დანაპირებს და როდის დაიწერდნენ ჯვარს. მარკესი კი ამ დროს კოლუმბიელ როსკიპებთან ეძლეოდა თავდავიწყებას, რომლებსაც მეგობრებად მიიჩნევდა და ამბობდა, მარტოობას ისინი მილამაზებენ, ეს ჩემი ხსნააო.

ფრენკ სინატრა და ავა გარდნერი - Sputnik საქართველო
სიყვარული, რომელიც კორიდას ჰგავდა...

გაბრიელზე უამრავი ჭორი დადიოდა და ამ ხმებმა მერსედესის ყურამდეც მიაღწია: ოტელების ხშირი სტუმარიაო, იურიდიული ფაკულტეტი მიატოვაო, ვიღაც ესპანელ აქტრისას აეკიდაო… 

მაგრამ მეჩე ყურადღებას არ აქცევდა ხალხის ყაყანს. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა საქმროს იმჟამინდელ ცხოვრების წესს, მთავარი ის იყო, რომ მარკესს მისთვის წერილების წერა არ შეუწყვეტია; გულშიჩამწვდომი წერილებისა, რომლებითაც ის მეჩეს ერთგვარ აღსარებას ეუბნებოდა — განცდებსა და გრძნობებს უზიარებდა. სწერდა, რომ პირველი, რასაც დილით თვალის გახელისთანავე ხედავდა — ეს მერსედესის ფოტო იყო, რომელიც საწოლის თავთან ეკიდა…

დადგა ჯვრისწერის დღეც. მერსედესს ეკლესიაში მისვლა დააგვიანდა. გაბრიელი პანიკამ მოიცვა. მას უკვე გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ერთადერთი ქალი, რომელთან შეუღლებაც სურდა — ეს მისი მეჩე იყო. კაცმა ეს იმ მომენტში გაიაზრა ყველაზე მძაფრად, რადგან მოეჩვენა, რომ მერსედესი ჯვრისწერაზე მისვლას არ აპირებდა.

© FB/Gabriel García Márquezმარკესების მოსიყვარულე წყვილის ბედნიერი ოჯახი
მარკესების მოსიყვარულე წყვილის ბედნიერი ოჯახი - Sputnik საქართველო
მარკესების მოსიყვარულე წყვილის ბედნიერი ოჯახი

მაგრამ მერსედესს უბრალოდ დააგვიანდა. წყვილი დაქორწინდა.

კარაკასში პაწაწა ბინა იქირავეს, რომელშიც თითქმის არ იყო ავეჯი. მერსედესს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა გაძღოლოდა ოჯახს. უფრო მეტიც, სადილის მომზადებაც კი არ იცოდა.

კულინარიულ თუ სხვა სამეურნეო სიბრძნეებს ის გაბრიელმა აზიარა. ქალმა ყველაფერი სწრაფად აითვისა და ძალიან მალე შეუცვლელი გახდა ქმრისთვის — როგორც ცოლი, როგორც მეგობარი, როგორც მდივანი და როგორც დიასახლისი.

© FB/Gabriel García Márquezდიდების ზენიტში მყოფ მარკესს ერთი წამითაც არ დავიწყებია, ვინ იყო მისი უტყვი და თავმდაბალი „თანაავტორი“
დიდების ზენიტში მყოფ მარკესს ერთი წამითაც არ დავიწყებია, ვინ იყო მისი უტყვი და თავმდაბალი „თანაავტორი“  - Sputnik საქართველო
დიდების ზენიტში მყოფ მარკესს ერთი წამითაც არ დავიწყებია, ვინ იყო მისი უტყვი და თავმდაბალი „თანაავტორი“

ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ, თითქმის დუხჭირად. მერსედესი თავისთვის ყველაფერზე ეკონომიას აკეთებდა, ოღონდ მის გაბოს არაფერი მოკლებოდა, ანუ ყველა პირობა ჰქონოდა სამუშაოდ: თბილი ოთახი, სიგარეტი და ფურცლები.

მერე გაბრიელ მარკესი კომუნისტური იდეებით გაიჟღინთა და ერთგული თანამეცხედრე კვლავ უსიტყვოდ დაუდგა გვერდში.

მერე მარკესმა სამსახური მიატოვა (გაზეთ „ელ ესპექტადორში“ მუშაობდა საკუთარ კორესპონდენტად), რათა რომან „მარტოობის ას წელზე“ ემუშავა. და ოჯახის მთელი ტვირთი მერსედესს დააწვა მხრებზე. ახლა უკვე მას უწევდა მაღაზიებში ხვეწნა-მუდარაც, რომ პროდუქტი ნისიად გაეტანებინათ, და სახლის მეპატრონესთან ქირის გადავადებაზე მოლაპარაკებებიც…

CC BY 2.0 / Edward Ocampo-Gooding / Gabriel García Márquezმეჩე და გაბო შვილიშვილთან ერთად
მეჩე და გაბო შვილიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
მეჩე და გაბო შვილიშვილთან ერთად

მერე მარკესმა რომანზე მუშაობა დაასრულა, მაგრამ ხელნაწერის გამომცემელთან გასაგზავნად ფული არ ჰქონდათ. მერსედესმა პირად ნივთებს, თმის ფენსა და მიქსერს დაავლო ხელი და ლომბარდში გაიქცა სიტყვებით:

„ღმერთმა არ ქნას, რომანი ცუდი გამოდგეს!“

მერე „მარტოობის ასმა წელმა“ დღის სინათლე იხილა და მარკესი ცნობილ მწერლად აქცია. იმ დღიდან მისი ნებისმიერი ნაწარმოები ნამდვილ ფურორს ახდენდა და გაბრიელ გარსია მარკესის სახელი სულ უფრო და უფრო მაღალ მწვერვალებს იპყრობდა.

დიდების ზენიტში მყოფ მარკესს ერთი წამითაც არ დავიწყებია, ვინ იყო მისი უტყვი და თავმდაბალი „თანაავტორი“, რომ მისი სახელ-დიდებაც და კაცობრიობისთვის ნაჩუქარი შედევრებიც სწორედ ერთგული თანამეცხედრის, მერსედეს ბარჩის დამსახურება იყო, რომ სწორედ ამ არაჩვეულებრივი ქალისთვის უნდა შეეწირა მადლობა ყველაფრისთვის, რასაც მიაღწია. და ისიც ყველა ნაწარმოებს მერსედესს უძღვნიდა.

© FB/Gabriel García Márquezშვედეთის მეფე კარლ გუსტავი გაბრიელ გარსია მარკესს ნობელის პრემიას გადასცემს. 1982 წელი, 8 დეკემბერი, სტოკჰოლმი.
შვედეთის მეფე კარლ გუსტავი გაბრიელ გარსია მარკესს ნობელის პრემიას გადასცემს. 1982 წელი, 8 დეკემბერი, სტოკჰოლმი. - Sputnik საქართველო
შვედეთის მეფე კარლ გუსტავი გაბრიელ გარსია მარკესს ნობელის პრემიას გადასცემს. 1982 წელი, 8 დეკემბერი, სტოკჰოლმი.

1982 წელს, როდესაც მარკესი სტოკჰოლმში გაემგზავრა ნობელის პრემიის მისაღებად, რაღა თქმა უნდა, მეუღლე თან იახლა. მერსედესი მის გვერდით იყო ყველა ხალხმრავალ და ჟურნალისტებით „დახუნძლულ“ ღონისძიებასა თუ წვეულებაზე, მაგრამ ერთადერთი ინტერვიუ მისცა; იმაშიც ისევ მეუღლეზე ილაპარაკა, თქვა, უზომოდ მადლიერი ვარ მისი, რომ სიტყვას არ უღალატა – რომ გაიზრდები ცოლად შეგირთავო…

სიცოცხლის ბოლო წლებში მარკესს ალცჰეიმერის დაავადება დაემართა და ვერავის სცნობდა — ვერც შვილებს და ვერც ძმას. ერთადერთი, ვინც არასდროს დავიწყებია — ეს მისთვის თავგადადებული, უზომოდ შეყვარებული მერსედესი იყო…

ყველა ახალი ამბავი
0