ყველა ქალს უნდა ჰქონდეს...

© FL/Jewel Appletor aka Karalyn Hubbardყველა ქალს უნდა ჰქონდეს...
ყველა ქალს უნდა ჰქონდეს... - Sputnik საქართველო
გამოწერა

სიტყვები, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, ამერიკელ სცენარისტ ქალს პამელა რედმონდ სატრანს ეკუთვნის. რატომღაც დარწმუნებული ვართ, რომ ყველა ქალი დაეთანხმება მის მოსაზრებას და გაიზიარებს კიდეც.

მაშ ასე:

•    ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საკმარისი რაოდენობის საკუთარი ფული, რათა წავიდეს და ცალკე ბინა იქირავოს თავისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არასდროს მოუნდება ან არასდროს დასჭირდება.

•    ყველა ქალს უნდა ჰქონდეს რაიმე განსაკუთრებული სამოსი იმ შემთხვევისთვის, თუ საოცნებო პაემანი ან უმნიშვნელოვანესი გასაუბრება საოცნებო კომპანიაში ერთი საათის შემდეგ დაუნიშნეს.

•    ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ჩადენილი რამდენიმე ცოდვა ახალგაზრდობაში, რასაც სიბერეში სიამოვნებით გაიხსენებს.

•    ყველა ქალს უნდა ჰქონდეს სახრახნისების ნაკრები, ბურღი და მაქმანებიანი ბიუსტჰალტერი.

•    ყველა ქალს უნდა ჰყავდეს ერთი მეგობარი, რომელიც ნებისმიერ დროს გაართობს და კიდევ ერთი, რომელიც ცრემლებს მოწმენდს.

•    ყველა ქალს უნდა ჰქონდეს თუნდაც ერთი ნივთი ავეჯიდან, რომელიც თავად შეიძინა, მემკვიდრეობით კი არ ერგო.

•    ყველა ქალს უნდა ჰქონდეს  რვა ერთნაირი თეფში, ღვინის რვა სასმისი და ისეთი რეცეპტი, რომელიც სტუმრებს აღაფრთოვანებს.

•    ყველა ქალს უნდა ჰქონდეს შეგრძნება, რომ თავად მართავს საკუთარ ბედს.

•    ყველა ქალმა უნდა იცოდეს, როგორ შეუყვარდეს და როგორ დაკარგოს თავი ამ სიყვარულისგან.

•    ყველა ქალმა უნდა იცოდეს, როგორ გაითავისუფლოს თავი სამსახურიდან, დაშორდეს მამაკაცს, ეჩხუბოს მეგობარს — ოღონდ ისე, რომ ყველა შემთხვევაში შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები.

•    ყველა ქალმა უნდა იცოდეს, როდის გაჯიუტდეს და როდის წავიდეს დათმობაზე.

•    ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ვერ შეცვლის საკუთარი ფეხების სიგრძეს, თეძოების სიგანეს და ვერ გამოიცვლის მშობლებს.

•    ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვობა, რომელიც, შესაძლოა, სულაც არ იყო უღრუბლო, უკვე დიდი ხანია უკან დარჩა.

•    ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რისი გაკეთება ღირს ან არ ღირს სიყვარულის ან სხვა რამის გამო.

•    ყველა ქალმა უნდა იცოდეს, როგორ იცხოვროს მარტო, თუნდაც საერთოდაც არ მოსწონდეს ეს.

•    ყველა ქალმა უნდა იცოდეს, ვის ენდოს და ვის — არა.

•    ყველა ქალმა უნდა იცოდეს, სად წავიდეს სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად — დაქალთან სამზარეულოში თუ ქალაქგარეთ მდებარე კოპწია სასტუმროში.

•    ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რის გაკეთება შეიძლება და რის — არა დღეს… ერთი თვის შემდეგ… ერთი წლის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0