გამომგონებელ-მეცნიერები, რომლებმაც უდიდესი ცოდნა საფლავში ჩაიტანეს

© Fotolia / Gajusდაფარული ინფორმაცია
დაფარული ინფორმაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვემოთ გიამბობთ ადამიანებზე, რომლებიც ისე წავიდნენ იმქვეყნად, რომ არავის გაანდეს უდიდესი და შესაძლოა, პლანეტის ბედისწერის შემცვლელი ცოდნა.

მორის უორდის ზემტკიცე პლასტმასა

ინგლისელმა მორის უორდმა, 60 წელს მიღწეულმა ყოფილმა პარიკმახერმა 1993 წელს თერმოგამძლე პლასტმასა გამოიგონა, რომელიც 10 000° სითბოსაც უძლებდა და ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბზე 75-ჯერ მძლავრ დარტყმასაც. უორდმა მასალას „Starlite“ უწოდა და გადაწყვიტა ისეთი კომპანიისთვის მიეყიდა საკუთარი გამოგონება, რომელიც მართლაც რაღაც დიდებულის შესაქმნელად გამოიყენებდა მას.

ტელეარხმა BBC-იმ სამეცნიერო-ტექნიკურ გადაცემაში, რომელსაც Tomorrow's World ერქვა, პირდაპირ ეთერში, სტუდიის პირობებში მცირე ცდა ჩაატარა და მაყურებელს თვალნათლივ დაანახა, რა საოცარი მასალა გამოიგონა უორდმა.

რაღა თქმა უნდა, მასალის შეძენით დაინტერესდა NASA, ვინაიდან მათთვის აშკარა იყო, რომ „Starlite-ს“, სიმსუბუქისა და სიმტკიცის წყალობით, რევოლუციის მოხდენა შეეძლო კოსმოსური ფრენებისა და კოსმოსური მშენებლობის სფეროში.

მაგრამ მორის უორდმა იეჭვა, რომ ძალიან ბევრი კომპანია შეეცდებოდა ავი მიზნებისთვის გამოეყენებინა მისი გამოგონება და უარი თქვა ფორმულის გაყიდვაზე. ის ისე გარდაიცვალა 2011 წელს, რომ ზემტკიცე მასალის საიდუმლო არავისთვის გაუმხელია. ერთადერთი, რაც თქვა, ის იყო, რომ „Starlite“ ოცი ორგანული პოლიმერისა და სოპოლიმერისგან და აგრეთვე კერამიკის მცირე რაოდენობისგან დაამზადა.

ედვარდ ლიდსკალნინი და 30 ტონიანი ლოდები

ედვარდ ლიდსკალნინი აშშ-ში ლატვიიდან გადასახლდა და ფლორიდაში ეგრეთ წოდებული მარჯნის სასახლე ააგო.

ედვარდი ჩია ტანის კაცი იყო, დაახლოებით 160 სმ სიმაღლისა და 50 კგ წონისა, მაგრამ მიუხედავად ტანმორჩილებისა, სასახლის მშენებლობისას უზარმაზარ, 30 ტონიან ქვის ლოდებს სწევდა.

© FL/ MORAL CREATORSედვარდ ლიდსკალნინი და მისი მარჯნის სასახლე
ედვარდ ლიდსკალნინი და მისი მარჯნის სასახლე - Sputnik საქართველო
ედვარდ ლიდსკალნინი და მისი მარჯნის სასახლე

ის ყოველთვის მარტო მუშაობდა. არავის ანახებდა მშენებლობას. ერთი-ორი კაცი თუ შესწრებია მის საქმიანობას და ისინიც სხვადასხვა ვერსიებს ყვებოდნენ.

მაგალითად, ორი მოზარდი ამტკიცებდა, რომ დაინახეს, როგორ ფარფატებდა ვეებერთელა ქვები ჰაერში. ზოგი ამბობდა, რომ შენიშნეს რაღაც მოწყობილობა, რომელიც ხის შტატივს ჰგავდა და ზედ თოკები იყო გაჭიმული. თუმცა, მათი თქმით, ეს მოწყობილობაც კი წესით უძლური უნდა ყოფილიყო 30 ტონიანი ქვების წინაშე.

მერე კი ხმა გავრცელდა, ედუარდ ლიდსკალნინი რაღაც პატარა შავ ყუთს იყენებდა, რომელსაც თავად „დამასტაბილურებელ მუდმივ ძრავს“ უწოდებდაო.

© FL/ Milan Boersმრავალტონიანი ლოდებით შექმნილი მარჯნის სასახლე
მრავალტონიანი ლოდებით შექმნილი მარჯნის სასახლე - Sputnik საქართველო
მრავალტონიანი ლოდებით შექმნილი მარჯნის სასახლე

ლიდსკალნინი 1951 წელს გარდაიცვალა ისე, რომ საიდუმლო ცოდნა არავის გაუმხილა. ეს კია, ამბობდა, ეგვიპტური პირამიდების მშენებლობის საიდუმლო ამოვხსენიო.

საინტერესო, იცით, რა არის? როცა 1986 წელს ცხრატონიანი მბრუნავი კარი გაფუჭდა, რომელსაც მანამდე ხუთი წლის ბავშვიც იოლად აღებდა ცალი ხელით, ვერც ინჟინრებმა, ვერც სწავლულებმა და საერთოდ ვერავინ ვერ შეძლო მისი შეკეთება. საბოლოოდ ამწე გამოიძახეს, კარი ჩახსნეს და სხვა ადგილას გადაიტანეს.

არნე ბოირლინგი და საიდუმლო კოდი Т52

მეორე მსოფლიო ომისას თურმე საყოველთაოდ ცნობილი დეკოდერის, ენიგმას გარდა, სხვა საშიფრი მანქანაც არსებობდა, რომელსაც ნაცისტები აბსოლუტურად ზესაიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად იყენებდნენ. აპარატს T52, ანუ „Geheimschreiber“ ერქვა, რაც ქართულად „საიდუმლო ჩამწერს“ ნიშნავს. ის ენიგმაზე დიდიც იყო და ბევრად უფრო რთულიც: მისი შიფრის ამოცნობა ისტორიის განმავლობაში ერთადერთმა ადამიანმა შეძლო. ეს არნე ბოირლინგი გახლდათ.   

არნე ბოირლინგი
არნე ბოირლინგი - Sputnik საქართველო
არნე ბოირლინგი

იდგა 1940 წელი. მსოფლიოში რთული პოლიტიკური ვითარება წარმოიშვა. შვედეთი ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა: დასავლეთით ადოლფ ჰიტლერი ბობოქრობდა, აღმოსავლეთით კი რუსეთი ფინეთს ეომებოდა. ფაქტობრივად, ორ ომს შუა მოყოლილ შვედეთს აუცილებლად ესაჭიროებოდა ყველაფრის კურსში ყოფნა და კიდეც მოახერხა ეს მათემატიკის პროფესორის, არნე ბოირლინგის წყალობით.

გერმანელების მიერ Т52-ით დაშიფრული ცნობების წაკითხვა ყველას შეუძლებლად ეჩვენებოდა, მაგრამ ბოირლინგმა ფანქარი და ფურცელი მოიმარჯვა და იდუმალი კოდი ორ კვირაში(!) ამოხსნა.

იმ მომენტიდან შვედებს იოლად მიუწვდებოდათ ხელი ნაცისტების Т52-ით დაშიფრულ ზესაიდუმლო ცნობებზე. სწორედ ასე შეიტყვეს მათ წინასწარ, რომ ჰიტლერი ოპერაცია „ბარბაროსას“, ანუ საბჭოთა კავშირზე თავდასხმას გეგმავდა.

ბოირლინგს რამდენჯერმე ჰკითხეს, როგორ მოახერხე კოდის გაშიფვრაო, რაზეც ის ერთსა და იმავეს პასუხობდა: არცერთი ილუზიონისტი არ ამხელს თავის საიდუმლოსო.

1986 წელს არნე ბოირლინგი ისე გარდაიცვალა, რომ Т52-ის შიფრი არავის გაანდო. მის შემდეგ ბევრმა სცადა, მაგრამ კოდი პლანეტის ვერცერთმა სწავლულმა ვეღარ ამოხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0