ავი ლექტორი, საზრიანი ქართველები და მხსნელი „სულიკო“

© photo: Sputnik / ვიტალი ანკოვი / გადასვლა მედიაბანკშიგამოცდა
გამოცდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნად არაფერია მოუგვარებელი, თუ ადამიანი საზრიანია. გამოსავლის მოძებნა ლამის ყველა პრობლემური სიტუაციდანაა შესაძლებელი, თუ კაცი ცოტა შემოქმედებითად მიუდგება საკითხს.

ამის დასტურია ისტორია, რომელიც რამდენიმე წლის წინ მომხდარა რუსეთის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში და რომელსაც ამბის თვითმხილველი რუსი სტუდენტი იხსენებს.

მოკლედ, როგორც ის ყვება, საქმე ასე ყოფილა:    

„კურსზე ერთი ქართველი გოგო გვყავდა, სახელად მანანა. საყვარელი გოგო იყო, კეთილი. საქართველოდან გამოგზავნილი ჭაჭით გვიმასპინძლდებოდა ხოლმე მთელ კურსს…

ერთი ლექტორი გადაეკიდა — კაცმა არ იცის, რისთვის აითვალწუნა. არადა, მალე გამოცდა გვქონდა მის საგანში. ეს მანანა კიდევ გრიპით გახდა ავად და კარგა ხანს არ დადიოდა ლექციებზე. სწავლაში სერიოზულად ჩამორჩა და, სხვა გზა არ ჰქონდა, ან გამოცდას ვერ ჩააბარებდა და „კუდი“ გამოჰყვებოდა, ან ქრთამი უნდა მიეცა პედაგოგისთვის.

ამერიკული მწვანე ბარათი - Sputnik საქართველო
უებარი ხერხი Green Card-ის მისაღებად — ნამდვილი ამბავი

დადგა გამოცდის დღეც და მანანა უნივერსიტეტში გამოცხადდა. შემოვიდა აუდიტორიაში, ბილეთი აიღო და მშვიდად მიუჯდა ფანჯარასთან მდგარ მერხს. სადღაც ერთი წუთის შემდეგ ქუჩიდან სიმღერა შემოგვესმა. თანაც, სიმღერა და რა სიმღერა?! ნამდვილი ქართული მრავალხმიანი ჰანგები მამაკაცების შესრულებით. ვიღაც ბიჭები ისე გულშიჩამწვდომად მღეროდნენ „სულიკოს“, რომ მთელმა აუდიტორიამ სული განაბა და ისე მიუგდო ყური. ყველაზე მძვინვარე პედაგოგებსაც კი არ ეყოთ ძალა, რაიმე ეღონათ ამ „კონცერტის“ წინააღმდეგ, იმდენად დიდებული ხმები ისმოდა ფანჯრის მიღმა…

და უცებ რამდენიმე ქართველი, რომლებიც ჩვენთან ერთად აბარებდნენ გამოცდას, თავშეუკავებლად ახარხარდა, რის გამოც დაუყოვნებლივ გააძევეს აუდიტორიიდან.

მანანამ კი მთელი კურსის თვალწინ ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდა — ბილეთში დასმულ ყველა შეკითხვას იმდენად ამომწურავი პასუხი გასცა, რომ იმ „გადაკიდებულმა“ ლექტორმა, მავნებელი რომ იყო, იმიტომ დაუწერა „ოთხიანი“, თორემ „ფრიადსაც“ იმსახურებდა ჩვენი მანანა.

© FL/ Dmitry Dzhusყველაზე მძვინვარე პედაგოგებსაც კი არ ეყოთ ძალა, რაიმე ეღონათ ამ „კონცერტის“ წინააღმდეგ, იმდენად დიდებული ხმები ისმოდა ფანჯრის მიღმა...
ყველაზე მძვინვარე პედაგოგებსაც კი არ ეყოთ ძალა, რაიმე ეღონათ ამ „კონცერტის“ წინააღმდეგ, იმდენად დიდებული ხმები ისმოდა ფანჯრის მიღმა... - Sputnik საქართველო
ყველაზე მძვინვარე პედაგოგებსაც კი არ ეყოთ ძალა, რაიმე ეღონათ ამ „კონცერტის“ წინააღმდეგ, იმდენად დიდებული ხმები ისმოდა ფანჯრის მიღმა...

გავიდა ორიოდე კვირა და მანანამ მთხოვა, ქიმიაში დამეხმარე და მაღარიჩი ჩემზე იყოსო. მეც დრო ვიხელთე და ვუთხარი, შენი არაფერი მინდა, ოღონდ გამაგებინე, ასე არაჩვეულებრივად როგორ ჩააბარე წინა გამოცდა-მეთქი? იმან კიდევ, არავითარ შემთხვევაშიო, მიპასუხა. მე გავჯიუტდი, თუ არ მეტყვი, მაშინ არც დაგეხმარები-მეთქი და მანანაც დამნებდა.

თურმე „უჩალიჩია“ და სადღაც ყველა ბილეთი უშოვია თავისი პასუხებიანად, მერე ნაცნობ-მეგობარი მომღერალი თანამემამულეები შეუკრებია და მთელი ეს ავლადიდება მათთვის გადაუცია. გამოცდის დღეს უნივერსიტეტის წინ, ფანჯრების ქვეშ დაუყენებია, ბილეთის ნომერი უნიშნებია (სწორედ ამიტომაც მიუჯდა თურმე ფანჯარასთან მდგარ მერხს) და იმათაც გულმოდგინედ დაამღერეს ბილეთის სამივე საკითხის სწორი პასუხები, ოღონდ შიგადაშიგ მთავარი სიტყვის — „სულიკოს“ ჩართვით. 

აბა, ახლა წარმოიდგინეთ აუდიტორიიდან გაძევებული ქართველი სტუდენტების მდგომარეობა, რომლებსაც ქუჩიდან უცბად დაახლოებით ასეთი ტექსტი შემოესმათ:

„ჰოპოთენუზის კვადრატი — სულიკოოოო…

А კვადრატს პლუს B კვადრატი — სულიკოოო…“

აი, ასე ყოჩაღად გააცურა ჩვენმა მანანამ მკაცრი საგამოცდო შემადგენლობა. იქნებ არასწორი საქციელია, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, მეტსაც იმსახურებდა ის საშინელი ლექტორი“.

ყველა ახალი ამბავი
0