საბანკო ბარათები, „ფლეშკები“ და გასაღებები, ანუ რა აღარ დაგვჭირდება ახლო მომავალში

© photo: Sputnik / Руслан Кривобок / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერი Apple II
კომპიუტერი Apple II - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროცესს, როგორც წესი, ევოლუციური ხასიათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოძველებული ტექნოლოგიები პოზიციებს თანდათან, ეტაპობრივად თმობს.

ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ მიმდინარეობს მოძველებული მოწყობილობების უფრო ახლით, მეტად ფუნქციონალურით, მოხერხებულითა და იაფით ჩანაცვლების უწყვეტი პროცესი.

ამ პროცესს, როგორც წესი, ევოლუციური ხასიათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოძველებული ტექნოლოგიები პოზიციებს არა ხელის ერთი მოსმით, არამედ თანდათან, ეტაპობრივად თმობს. ანუ სადღაც ყოველთვის იქნება ისეთი ნიშა, სადაც მათი ადგილი კიდევ კარგა ხნის განმავლობაში დარჩება.

© photo: Sputnik / Vladimir TrefilovVISA და MasterCard-ის საბანკო ბარათები
VISA და MasterCard-ის საბანკო ბარათები  - Sputnik საქართველო
VISA და MasterCard-ის საბანკო ბარათები

საბანკო ბარათები და ნაღდი ფული

უახლოეს მომავალში ბანკის კლიენტის იდენტიფიკაციისთვის პლასტიკური ბარათი საჭირო აღარ იქნება. მას ბიომეტრიული ტექნოლოგიები და ასევე სმარტფონებში ჩატვირთული სხვადასხვა დანართებით უკონტაქტო გადახდები შეცვლის. 

ამასთან, Visa, MasterCard და გადახდის სისტემების სხვა ოპერატორების მომავალს არაფერი ემუქრება — ასე თუ ისე, ყველა პროცესი მაინც მათი გავლით მოხდება.

CC BY 2.0 / Anton Fomkin / Three energy saving light bulbsლუმინესცენციური ნათურა
ლუმინესცენციური ნათურა - Sputnik საქართველო
ლუმინესცენციური ნათურა

ლუმინესცენციური ნათურები

შუქდიოდური ნათურების ცალკეული მოდელების ფასებმა საკმაოდ დაიკლო და უკვე გაუთანაბრდა ლუმინესცენციური ნათურების ღირებულებას. ამ ფაქტისა და კიდევ იმის გათვალისწინებით, რომ შუქდიოდური ნათურები 3-5 წლით მეტხანს მუშაობს, მოსალოდნელია, რომ ლუმინესცენციური ნათურები უახლოეს მომავალში მიეცემა დავიწყებას.

მექანიკური მეხსიერება

DVD და HDD დისკების სასიცოცხლო ციკლი დასასრულს უახლოვდება. მალე ისინი აღარც ემახსოვრება არავის. ზოგ თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერსა და ნოუთბუქში ჯერ კიდევ შეხვდებით ოპტიკურ დრაივერს, თუმცა რეალურად მას უკვე აღარ იყენებს არავინ.

მექანიკური მყარი დისკები (HDD) ჯერ კიდევ აქტუალურია მისი დაბალი ფასის გამო. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ფლეშ-მეხსიერების ბარათები, ანუ USB flash drive-ები ლამის ყოველდღიურად იაფდება, მექანიკური მყარი დისკები ასევე ძალიან მალე სრულად გაქრება ბაზრიდან.

© FL/ Masaru Kamikura„მძიმეწონოსანი“ Blu-ray დისკი
„მძიმეწონოსანი“ Blu-ray დისკი - Sputnik საქართველო
„მძიმეწონოსანი“ Blu-ray დისკი

Blu-ray ფლეერები

უკაბელო კავშირის, ონლაინ–კინოთეატრებისა და cloud storage-ს განვითარება მძიმეწონოსან Blu-ray-საც კი არ უტოვებს შანსს. ხოლო ასეთი ტიპის დისკების ღირებულებამ კიდევ უფრო დააჩქარა ევოლუციური ტალღა. საქმე ისაა, რომ ერთი Blu-ray დისკის ფასად თავის დროზე ონლაინ-კინოთეატრში ერთთვიანი ხელშეკრულების გაფორმება ან რამდენიმე DVD-დისკის შეძენაც კი შეიძლებოდა. თანაც, ჩვენების ხარისხში განსხვავების შემჩნევა მხოლოდ ძალიან დიდ ეკრანებზე შეიძლებოდა.

ფლეშ-მეხსიერების ბარათები

ფოტოჰოსტინგებმა, ე.წ. ღრუბლოვანმა საცავებმა და სერვისებმა (cloud storage) სერიოზულად შეავიწროვა ინფორმაციის მობილური მატარებლები. ახლა მათ სულ უფრო ხშირად იყენებენ მხოლოდ ისეთ მოწყობილობებზე, რომლებსაც ინტერნეტთან კავშირი არ აქვს.

ისეთი პირი უჩანს, რომ ინტერნეტის განვითარების კვალდაკვალ ინფორმაციის მობილური მატარებლები, ანუ „ფლეშკები“ სულ უფრო დაკარგავს აქტუალობას და მალე მთლად გაქრება.

© FL/ Ben Stanfieldმალე პრინტერებს მხოლოდ ამგვარი დანიშნულებაღა ექნება
მალე პრინტერებს მხოლოდ ამგვარი დანიშნულებაღა ექნება  - Sputnik საქართველო
მალე პრინტერებს მხოლოდ ამგვარი დანიშნულებაღა ექნება

პრინტერები

ქაღალდზე შესრულებულ დოკუმენტაციაზე მოთხოვნის შემცირების კვალდაკვალ, პრაქტიკულად, აზრს კარგავს რაიმეს დაბეჭდვა, ანუ, როგორც ამბობენ, „ამოპრინტერება“.

კვლევები აჩვენებს, რომ პრინტერებისა და მრავალფუნქციური მოწყობილობების გაყიდვა უკვე რამდენიმე წელია, რაც ყოველწლიურად 10-13 პროცენტით იკლებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფურცელზე „ამობეჭდვის“ ეპოქა დასასრულს უახლოვდება.

პერსონალური კომპიუტერი Windows-ით

ანალიტიკოსები უკვე ათ წელზე მეტია წინასწარმეტყველებენ, რომ პერსონალური კომპიუტერები ბაზრიდან გაუჩინარდება. მაგრამ, მიუხედავად ამ სეგმენტის გამუდმებული შემცირებისა, მის სრულად დატოვებას ჯერჯერობით არაფერი მოასწავებს. და, მაინც, ახლა ამ მხრივ გარდამტეხი მომენტია. ტოპ-მობილური პლატფორმები უკვე წამოეწივნენ წარმადობის მხრივ საწყისი და საშუალო დონის მაგიდის პროცესორებს. ამასთან, ისინი ბევრად იაფი ღირს, თუ, მითუმეტეს, Windows-ის პროგრამული უზრუნველყოფის საკმაოდ მაღალ ფასსაც გავითვალისწინებთ.

ამიტომაც შანსი იმისა, რომ მობილურმა პლატფორმებმა მომცრო ოფისებში პერსონალური კომპიუტერების ადგილი დაიკავონ, საკმაოდ დიდია.

© FL/ LG전자3D ტელევიზორები ბაზრიდან თანდათან უჩინარდება
3D ტელევიზორები ბაზრიდან თანდათან უჩინარდება  - Sputnik საქართველო
3D ტელევიზორები ბაზრიდან თანდათან უჩინარდება

3D-ტელევიზორები

წელს კომპანია Samsung-მა პრაქტიკულად უარი თქვა ტელევიზორების ახალ მოდელებში 3D ფუნქციის დამატებაზე, ხოლო მისმა კონკურენტმა LG-მ ეს ფუნქცია მხოლოდ ძალიან ძვირადღირებულ მოდელებში დატოვა.

ამის პარალელურად კინოთეატრებში მცირდება 3D ფორმატის ფილმების სადემონსტრაციო დარბაზები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ტექნოლოგია ბაზარზე ადგილს კარგავს.

საკაბელო ინტერნეტი

როგორც წამყვანი მობილური ოპერატორების სპეციალისტები ამბობენ, 2020 წლისთვის 4G-ს მეხუთე თაობის ქსელები ჩაანაცვლებს. ასეთ შემთხვევაში სახლის საკაბელო ინტერნეტი უკვე მხოლოდ ენთუზიასტებსღა თუ ექნებათ.

© Sputnik/ Сергей Пятаков დასავიწყებლად განწირული რკინის გასაღები
დასავიწყებლად განწირული რკინის გასაღები - Sputnik საქართველო
დასავიწყებლად განწირული რკინის გასაღები

მექანიკური კლიტეები და რკინის გასაღებები

ელექტრონულმა გასაღებებმა კარგა ხანია, ადგილი დაიმკვიდრა ბაზარზე. უფრო მეტიც, აზიაში მას ბაზრის ნახევარზე მეტი აქვს შევსებული. მართალია, მაღალი ფასიდან გამომდინარე, ელექტრონული გასაღებები ბევრ ქვეყანაში ჯერჯერობით კვლავ მხოლოდ „სანიშე“ პროდუქტად რჩება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ გარდატეხა საკმაოდ სწრაფად მოხდება.

ყველა ახალი ამბავი
0