დაიმახსოვრეთ, სიყვარულს მუდმივი მოფერება სჭირდება...

მაიკლ დუგლასი ედა კეტრინ ზეტა ჯონსი
მაიკლ დუგლასი ედა კეტრინ ზეტა ჯონსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი გაცნობისა და დამეგობრების დღიდან პირველად,  დროსა და სივრცეში მრავალგზის ერთობლივი გადაადგილების შემდეგ, უნდა მაპატიოთ ის, რომ დღეს, ჩვენს აივანზე, იუბილარებს ერთი დღის დაგვიანებით მოვიწვევთ… 

რას იზამ, თუ მათი დაბადების დღე დაემთხვა კვირა დღეს, როდესაც ჩვენი წიკლაურის აღმართის მეზობლები ამდენი ცნობილი და სახელგანთქმული სტუმრებისგან ისვენებენ ხოლმე.

რა უცნაური და შესანიშნავი დამთხვევაა, როდესაც მეუღლეები დაბადებულები არიან ერთსა და იმავე დღეს, თუმცა მათ შორის განსხვავება მთელი 25 წელია…

მართალია, მათ სხვა ბევრი რამ აქვთ საერთო — ორივე ჰოლივუდის კონოვარსკვლავია… ორივე „ოსკაროსანი“… ორივე ძალიან მომხიბვლელი და ნიჭიერი…

მაშ ასე, დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ,  ჰოლივუდის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ლამაზ წყვილს — მაიკლ დუგლასსა და ქეთრინ ზეტა-ჯონსს.

სალვადორ დალი და გალა - Sputnik საქართველო
გალასავით რომ გიყვარდეს ქალი.. შენც უნდა იყო ცოტათი ... დალი...

მაიკლი დაიბადა 1944 წლის,  ქეთრინი  კი 1969 წლის 25 სექტემბერს… თავად მაიკლის თქმით, მას „ძალიანაც ემაყება, რომ მისი მეუღლე მასზე მთელი მეოთხედი საუკუნით არის უმცროსი“… ხოლო ქეთრინის განცხადებით, „ის ბედნიერია, რომ ბედმა ის შეახვედრა არა ორგზის ოსკაროსანს,  ცნობილ პროდიუსერს, დუგლასების დინასტიის მემკვიდრე მაიკლ დუგლასს, არამედ უბრალოდ, მაიკლს, რომელიც მთელი მისი ცხოვრების სიყვარულია“…

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი ქორწინების დღეს
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი ქორწინების დღეს - Sputnik საქართველო
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი ქორწინების დღეს

სინამდვილეში „ბედს“, რომელმაც შეახვედრა ერთმანეთს მაიკლი და კეტრინი, სახელად ერქვა დენი დე ვიტო… მან დოვილის კინოფესტივალზე მაიკლს ქეთრინი გააცნო მხოლოდ იმ მიზნით, რომ მის ძმაკაცს მეუღლესთან გახშირებული სკანდალებიდან ყურადღება გადაეტანა ულამაზეს მანდილოსანზე, რომელსაც ჰოლივუდის საზოგადოებაში   „მამაკაცთა შთანმთქმელის“ სტატუსი ჰქონდა მორგებული…

ზუსტად იგივე  რეპუტაცია, ოღონდ ქალების მიმართ, რომელიც მას მისი მამისგან, შეუდარებელი კერკ დუგლასისგან მემკვიდერეობით გადაეცა,  ჰქონდა მაიკლსაც და დე ვიტომ ჩათვალა, რომ ისინი ერთმანეთს კარგად გაუგებდნენ… 

ვივიენ ლი და ლოურენს ოლივიე - 1937 წელი. - Sputnik საქართველო
ვივიენ ლი და ლოურენს ოლივიე - „სიყვარულწაღებულნი“...

რა თქმა უნდა, არც დე ვიტოს და არც სხვა არავის არ ეგონა, რომ მაიკლისა და ქეთრინის შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდებოდა… ზოგი ამბობდა, რომ ქეთრინი მაიკლის კიდევ ერთი მორიგი მსხვერპლი გახდებოდა, ზოგიც იმას, რომ ქეთრინს მხოლოდ მაიკლის ფული და მდგომარეობა აინტერესებდა… მინდა გაგახაროთ, რომ წინასწარმეტყველები შეცდნენ… ორივე საოცრად სათუთად მოეპყრო მათი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას… მაიკლი, რომელიც განებივრებული იყო ულამაზესი ქალბატონების ყურადღებით და სიყვარულით, მთელი ნახევარი წლის განმავლობაში პატარა ბიჭივით მიქროდა ქეთრინთან დაქირავებული კერძო თფვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით… ქეთრინი კი, რომელშიც ფილმ „ზოროს“ შემდეგ პლანეტის მამაკაცთა უდიდესი ნაწილი იყო შეყვარებული, პატარა გოგოსავით წითლდებოდა და იბნეოდა მაიკლის წინაშე…

2000 წლის დამდეგს, საკუთარ ასპენეს სასახლეში, რომანტიკული ვახშმის დროს, მაიკლმა ქეთრინს ცოლობა სთხოვა…

დასტინ ჰოფმანი - Sputnik საქართველო
დასტინ ჰოფმანი: ამ ცხოვრებაში ცოტა რამ მჭირდება - მზე და ქოქოსის რძე...

მაიკლის მეუღლე, დიანდრა, რომელიც საკმაოდ ჭკვიანი ქალბატონია და წლების განმავლობაში ებრძოდა მეუღლის „მარცხენა“ გადახვევებს, მიხვდა, რომ ამჯერად ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და ეცადა ქმართან დაშორებისგან მაქსიმალურად დიდი მოგება მიეღო. სიყვარულისგან „დაბრმავებული“ მაიკლი ყველაფერზე  თანახმა იყო და ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და გახმაურებული დაშორების პროცესის შედეგად, დიანდრას წილად ხვდა 60 მილიონი დოლარი და სასახლე სანტა-ბარბარაში…

საინტერესოა, რომ ქეთრინი დათანხმდა გაყოლოდა ცოლად მაიკლს მხოლოდ მას მერე, რაც მაიკლმა ხელი მოაწერა საქორწინო ხელშეკრულებას, რომელშიც  ჩიაწერა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაიკლი უღალატებდა მეუღლეს, ის მას 2,8 მილიონ დოლარს გადაუხდიდა, ღალატამდე ერთად გატარებულ თითოეულ წელიწადში და ამას  კიდევ 5 მილიონს დაუმატებდა. აღსანიშნავია, რომ მაიკლი ყოველთვის გამოირჩეოდა საოცარი ხელგაშლილობით და ამჯერადაც ხუმრობით მიიღო მეუღლის წინადადება…

ქეთრინის და მაიკლის თანაცხოვრების პირველი 10 წელი იმდენად უპრობლემო იყო, რომ მათაც კი უკვირდათ… ქეთრინმა მაიკლს 2 შვილი გაუჩინა, შესანიშნავი დედა და მეუღლე აღმოჩნდა და ამასთანავე კარიერასაც არ დაანება თავი… სწორედ ამ წლებში მიიღო მან „ოსკარი“ფილმ „ჩიკაგოში“ შესრულებული როლისთვის…  მაიკლი კი თითქოს გამოცვალეს… მისთვის სხვა ქალი აღარ არსებობდა…  წარმოუდგენელი რამ იყო, მაგრამ მათ შორის ერთი ეჭვიანობის სცენაც კი არ გამართულა…

პიტერ ო“ტული - Sputnik საქართველო
კიდევ კარგი, „ოსკარი“ ქალი არ არის...

ერთხელ მაიკლმა ასე დაახასიათა მათი ოჯახის წარმატების მთავარი მიზეზი — „ ქეთრინი ცეცხლივით არის, ის ფეთქებადია, ემოციური, ზოგჯერ, ჯიუტი, მაგრამ არც ერთი წამით არ ხდება არაგულწრფელი ან გულგრილი… ის ყველას და ყველაფრის მიმართ თანაგრძნობითაა გამსჭვალული…“

როგორც ჩანს, სწორედ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისება აკლდა მაიკლს იმისთვის, რომ ყოფილიყო სამაგალითო მეუღლე და უღალატო მამაკაცი.

ახლა კი მინდა დავუბრუნდე იმ „კეთილმსურველებს“, რომლებიც მიკლის და ქეთრინის მომავალს არაფერს კარგს არ უწინასწარმეტყველებდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ „გაუხარდებოდათ“ მათ ამის გაგება… იცით, რითი არიან ასეთი ადამიანები საშიში? მათი არაკეთილმსურველობა, საბედნიეროდ,  ხშირ შემთხვევაში ვერ იმარჯვებს ნამდვილ გრძნობებზე, მაგრამ… მათი ცუდი და უარყოფითი აურა, სხვათაშორის ეს მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, ნეგატიურ გავლენას მაინც ახდენს… როდესაც ადამიანს ყავს ბევრი მოშურნე, ის დაუცველი ხდება…

რობერტ დე ნირო - Sputnik საქართველო
რობერტ დე ნირო: საკუთარ ფილმებზე, როგორც წესი, მეძინება

2010 წელს ექიმებმა მაიკლს უმძიმესი განაჩენი გამოუტანეს — ყელის სიმსივნე, მე-4 სტადია… აი აქ კი, უკვე ყველამ, ვინც სკეპტიკურად უყურებდა მაიკლის და ქეთრინის კავშირს, უკან დაიხია… მათი აზრითაც კი,  რომ არა მეუღლე, თავისი სიყვარულით, მზრუნველობითა და სიძლიერით, მაიკლი ვერ დაძლევდა ავადმყოფობას… 

სამწუხაროდ, მაიკლის ავადმყოფობასთან დაკავშირებული განცდების შედეგად, თავად ქეთრინს გაუჩნდა სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აქ კი მას გვერდში უკვე მისი მაიკლი ამოუდგა…

2013 წელს კი, მთელი ამერიკა შეძრა მეუღლეების განცხადებამ იმის შესახებ, რომ ისინი ერთმანეთთან დროებით დაშორებას აპირებდნენ…  ამბობენ, რომ ამ ამბავს მხოლოდ მათი  ახლობლები კი არა, უცნობი ამერიკელებიც კი პირად ტრაგედიად აღიქვამდნენ…

ოჯახი კვლავ გამთლიანდა - კრიზისი დაძლეულია!
ოჯახი კვლავ გამთლიანდა - კრიზისი დაძლეულია! - Sputnik საქართველო
ოჯახი კვლავ გამთლიანდა - კრიზისი დაძლეულია!

გავიდა სულ ცოტა ხანი და მაიკლმა და ქეთრინმა გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ ერთად არიან… 2015 წელს, როდესაც ეს შესანიშნავი წყვილი  ქორწინებიდან 15 წლისთავს იხდიდა, მაიკლმა განაცხადა: „რა ამბავია! ნუთუ ჩვენ მთელი 15 წელი ვუძლებთ ერთმანეთს?“… მერე კი ჩაეხუტა ქეთრინს და საოცარი სიტყვები წარმოთქვა — „ 15 წელი და მთელი დარჩენილი ცხოვრება… დაიმახსოვრეთ, სიყვარული დამოუკიდებლად  ვერ იარსებებს, მას მუდმივი მოფერება სჭირდება“…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და სიყვარულით სავსე დღეს!

ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0