სტამბულში მცხოვრები ქართველი ფიზიოთერაპევტი და მუზა, რომელმაც გააბედვინა...

© ნანა გოგოლაურინანა გოგოლაურის ნამუშევრები
ნანა გოგოლაურის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართველები უცხოეთში“ ამჯერად ემიგრანტ ნანა გოგოლაურს გაგაცნობთ.

ის სტამბულში ცხოვრობს და მუშაობს. თავის დროზე თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. როგორც ყველა, საჭიროებიდან გამომდინარე, თურქეთში გაემგზავრა, მაგრამ მანამდე, მისი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებული ფიზიოთერაპია და წერტილოვანი და სამკურნალო მასაჟი აითვისა. თუმცა მხოლოდ პრაგმატული საქმიანობით ვერ დაკმაყოფილდა და ემიგრაციაში ყოფნის დროს მისთვის ასე უჩვეულო ფერწერა და ხის ზედაპირის დამუშავებაც წარმატებით აითვისა. იგი თვლის, რომ ხელოვნება საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ნოსტალგიის მარწუხებს არ დანებდე… ქალბატონ ნანას სტამბულში დავუკავშირდი.

© FB/ ნანა გოგოლაურინანა გოგოლაური
ნანა გოგოლაური - Sputnik საქართველო
ნანა გოგოლაური

- ქალბატონო ნანა, რითი განსხვავდება სხვა ქვეყნაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ემიგრანტული ცხოვრება სტამბულში მცხოვრები ქართველების ცხოვრებისგან? 

— თურქეთში, კერძოდ სტამბულში მუშაობასა და ცხოვრებას ერთი პრივილეგია აქვს: სამშობლოსთან ახლოს ვართ და აქ ჩამოსვლას თუნდაც ცოტა ხნით ხშირად ვახერხებთ, მაგრამ ოჯახს მოწყვეტილი ადამიანისთვის ეს მცირე დროც ახალი ძალების შესავსებად ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ევროპასა და ამერიკაში მყოფი ემიგრანტებისთვის ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველოში თუნდაც წელიწადში ერთხელ ჩამოსვლა. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ თურქეთში მყოფ ემიგრანტს უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ანაზღაურება კი — შედარებით ნაკლები. 

- როგორ მოხდა, რომ თბილისში თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრეთ და სტამბულში ფიზიოთერაპევტად მუშაობთ? 

— როდესაც ემიგრაციაში მომიწია წასვლა, მივხვდი, რომ ჩემი სპეციალობით და ენის ბარიერის გამო იქ ვერ ვიმუშავებდი. ამიტომ უნდა მესწავლა თურქული ენა და კიდევ რაიმე ახალი პროფესიაც ამეთვისებინა. როცა ადამიანი ახალგაზრდაა, გადაწყვეტილებას უფრო ადვილად იღებს და მიზნის მიღწევაც უფრო იოლია. ასე შევიცვალე პროფესია და გავხდი ფიზიოთერაპევტი. პაციენტების მოძებნაში დამეხმარა ქართველი ემიგრანტების შთამომავალი, ქალბატონი ელიზაბეტი, რომელიც საკმაოდ გავლენიანი პიროვნებაა. ამბობენ, როდესაც რაიმე საქმე გულით გინდა აკეთო, ამაში თავად სამყარო გეხმარებაო. დიდი ხანია, რაც სტამბულში ფიზიოთერაპიის, წერტილოვანი და სამკურნალო მასაჟის განხრით დამოუკიდებლად ვმუშაობ. რადგან ჩემი პაციენტები მოხუცები არიან და გადაადგილება უჭირთ, ამიტომ მათთან მე მივდივარ. მოგეხსენებათ მოხუცებს ხშირად აწუხებთ სახსრების, ხერხემლისა და კიდურების ტკივილი და მათ სწორედ ამ სახის ტკივილების შემსუბუქებაში ვეხმარები. მიყვარს მოხუცები, რადგან თითოეულ მათგანში ჩემს უსაყვარლეს ბებიას ვხედავ, რომელიც დიდი ხანია, აღარ მყავს და მენატრება. მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა, რადგან ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს, მაგალითად: მოთმინებას, მადლიერებას, სიცოცხლის ყოველი წუთის დაფასებას. სწავლობს იმას, რომ არასდროს არაფრისთვის არ არის გვიან და სულს რამდენადაც დააბერებ, იმდენად ბერდები…

© ნანა გოგოლაურინანა გოგოლაურის ნამუშევრები
ნანა გოგოლაურის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ნანა გოგოლაურის ნამუშევრები

-ქალბატონო ნანა, ხშირად ხდება, რომ ნოსტალგიისგან თავდასაღწევად უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტები ხელოვნებას მიმართავენ, როგორც ჩანს, თქვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა… 

— ემიგრაციას ერთფეროვანი დღეების სიუხვე ახასიათებს. ადამიანი სულიერად იფიტება და ხვდები, რომ ცხოვრება უშენოდ გადის დახელიდან გეცლება დრო, რომელშიც საკუთარი თავის რეალიზაცია უნდა მოგეხდინა. ცდილობ მოასწრო იმის გაკეთება, რაც სულში დევს დარის გამოც წლების მერე იტყვი, ცხოვრება ღირდა!….ხელოვნება საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ნაცრისფერი დღეები გაიფერადო დაარ დანებდე ნოსტალგიის მარწუხებს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში დეპრესიამდე მიყავხარ. ეს უცხო მხარეში თვითგადარჩენის ერთ-ერთი გზაა. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ერთფეროვნებისგან თავის დასაღწევად ფერები მჭირდებოდა და ძალა გზის გასაგრძელებლად. ამიტომაც ერთ მშვენიერ დღეს, სახლში ტილოთი, ფუნჯითა და რამდენიმე აკრილის საღებავით დავბრუნდი. ერთი კვირა ვუყურებდით მე და თეთრი ტილო ერთმანეთს.მასთან მიკარებაც კი მეშინოდა. მინდოდა დამეხატა, მაგრამ ხატვა არასოდეს მიცდია და მეშინოდა ტილო არ გამეფუჭებინა. ბევრი ფიქრის მერე, სოციალური ქსელის საკუთარ კედელზე ალბათ უფრო საკუთარი თავისთვის ერთადერთი სიტყვა: გავბედო?დავწერე. გაბედეო- მწერდნენ მეგობრები, თუმცა არ მითქვამს რა უნდა გამებედა.ჰოდა, გავბედე! ჩემი პაციენტებიდან ერთ-ერთი ქალბატონი კარგად ერკვევა ფერწერაში, მას ვაჩვენე პირველი ტილო, რომელზეც გამოსახული იყო მეწამულ ფონზე ხის ტოტში გაბმული მთვარე. მან მხარზე ხელი დამადო და მითხრა: მომწონს შენი ახალი ჰობი დააუცილებლად გააგრძელეო. ერთხელ ყაყაჩოები დავხატე დაის ნახატი საღამოს სოციალურ ქსელში ავტვირთე, ჩემდა გასაოცრად მომწერეს, რომ მისი შეძენა სურდათ. ამის შემდეგ ჩემი კიდევ რამდენიმე ტილო გაიყიდა. 

© ნანა გოგოლაურინანა გოგოლაურის ნამუშევრები
ნანა გოგოლაურის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ნანა გოგოლაურის ნამუშევრები

- ფერწერის შემდეგ ხის მხატვრული დამუშავებითაც დაინტერესდით და ეს საქმეც გამოგივიდათ…

— დიახ, ერთხელ სრულიად შემთხვევით ხის ზედაპირის მხატვრული დამუშავების კურსდამთავრებულთა გამოფენაზე აღმოვჩნდი და მოვიხიბლე. სექტემბერში გულის ფანცქალით გამოვცხადდი კურსზე და რამდენიმე თვეში სტამბულის გულში ხელნაკეთი ნივთების გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, ამას მოჰყვა გრანდიოზული გამოფენა, სადაც ხელმარჯვე ოსტატები მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობდნენ. ეს უკვე სერიოზული წარმატება იყო ჩემთვის, როგორც წესი, ასეთ გამოფენებში ახალბედები მონაწილეობას არ იღებენ. მე გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივი პედაგოგის წყალობით მოკლე დროში რამდენიმე საფეხური გავიარე. სტამბულში ბევრ ქალბატონს ვიცნობ, რომლებიც მიუხედავად რთული და დამღლელი სამუშაო რეჟიმისა, მაინც პოულობს დროს, წერს ლექსს დაჩანახატებს, რომლებსაც სტამბულის ქართული ენის ცენტრში განვიხილავთ. ხშირად ვაწყობთ პოეზიის საღამოებს, ვმღერით ქართულ სიმღერებს და ყოფის შესამსუბუქებლად ერთმანეთს ძალასა და სტიმულს ვაძლევთ. 

- გამოფენა საქართველოშიც გქონდათ…

— როცა სამშობლოში ვიყავი, ჩვენი ემიგრანტებისთვის მინდოდა საქართველოს სურნელი პეშვებით ჩამეტანა. გამოფენას შემოდგომაზე ვგეგმავდი, მაგრამ ორდღიანი გამოფენა სპონტანურად გადავწყვიტე და ის კაფე „@1904“- ში გავმართე. ულამაზესი საღამო გამოგვივიდა, რომელზეც საოცარი სტუმრები მყავდა. უზომოდ მადლიერი ვარ მათი, თურქეთში ახალი იდეებით დახუნძლული წამოვედი. ახლა ზუსტად ვიცი, ყველაფერ კარგს, რასაც ემიგრაციაში ვისწავლი, როცა დავბრუნდები ჩემს ქვეყანას ჩამოვუტან…

 

ყველა ახალი ამბავი
0