საზამთრო... ზამთარში — საახალწლოდ შენახვისა და მწიფე ნაყოფის შერჩევის ხერხები

CC0 / Pixabay / congerdesign / საზამთრო
საზამთრო - Sputnik საქართველო
გამოწერა

თურმე საზამთრო მურაბად მოხარშვისა თუ დამარინადების გარეშეც შეიძლება რამდენიმე თვე შევინახოთ და მწიფე და ჩაშაქრული ნაყოფით ზამთარშიც ჩავიტკბარუნოთ პირი.

თუ გსურთ, რომ დეკემბერსა თუ იანვარში ხრაშუნა და თითქოს ბაღჩიდან ახლახან მოწყვეტილი საზამთრო მიირთვათ, გაეცანით მისი შენახვის წესებს.

მეთოდი 1 — ჩალა

•    სქლად დააფინეთ კარგად გამომშრალი ჩალა ხის თაროზე

•    გარეცხილი და გამშრალებული საზამთროები დაალაგეთ ერთმანეთისგან მოშორებით, ისე რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს

•    ეცადეთ სარდაფსა თუ მარანში (ანუ სათავსოში, სადაც მათ შენახვას აპირებთ) შეინარჩუნოთ +1–დან +3°С–მდე ტემპერატურა, ხოლო ტენიანობა 80–დან 85%-მდე. წინააღმდეგ შემთხვევაში საზამთრო ამჟავდება და ხრაშუნა რბილობი ბამბასავით დარბილდება.

•    პერიოდულად გადააბრუნეთ, გვერდი უცვალეთ საზამთროს, რათა არ დაიჟეჟოს და არ დალპეს.

© FL/Special Collections UT-Arlingtonჩალაში საზამთროს შენახვა — ეს უძველესი და კარგად აპრობირებული მეთოდია, რომელსაც წარსულში ამერიკელი ფერმერებიც ხშირად მიმართავდნენ
ჩალაში საზამთროს შენახვა — ეს უძველესი და კარგად აპრობირებული მეთოდია, რომელსაც წარსულში ამერიკელი ფერმერებიც ხშირად მიმართავდნენ - Sputnik საქართველო
ჩალაში საზამთროს შენახვა — ეს უძველესი და კარგად აპრობირებული მეთოდია, რომელსაც წარსულში ამერიკელი ფერმერებიც ხშირად მიმართავდნენ

 

მეთოდი 2 — ხავსი

•    მზიან და მშრალ ამინდში მოგროვილი ხავსი სქლად ჩააფინეთ ხის ყუთში

•    ჩადეთ საზამთრო და ყველა მხრიდან შემოალაგეთ ხავსი

•    ყუთი მოათავსეთ სარდაფში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 2–3 °С–ს არ ასცდება.

მეთოდი 3 — თიხა ან ალებასტრი

•    თიხის ან ალებასტრისგან დაამზადეთ არაჟნის სისქის ნარევი

•    წაუსვით ფუნჯით საზამთროს და დააცადეთ გაშრობა

•    შეინახეთ გრილ და ნოტიო სარდაფში

CC BY 2.0 / Charli Lopez / watermelonგახსოვდეთ: საზამთროს დამწიფებას ნაყოფის გამოღებიდან საშუალოდ 67–97 დღემდე სჭირდება
გახსოვდეთ: საზამთროს დამწიფებას ნაყოფის გამოღებიდან საშუალოდ 67–97 დღემდე სჭირდება - Sputnik საქართველო
გახსოვდეთ: საზამთროს დამწიფებას ნაყოფის გამოღებიდან საშუალოდ 67–97 დღემდე სჭირდება

მეთოდი 4 — ნატურალური ქსოვილი

•    შეფუთეთ საზამთრო მკვრივ, ნატურალურ ქსოვილში

•    ჩადეთ ბადურაში და ჩამოკიდეთ გრილ და ნოტიო სარდაფში ჭერზე

მეთოდი 5 — ცვილი ან პარაფინი

•    გაადნეთ ცვილი ან პარაფინი

•    აიღეთ დაუჟეჟავი, საღი საზამთრო ნაკაწრებისა და ნახეთქების გარეშე

•    წაუსვით გამდნარი ცვილი ან პარაფინი 1 სმ სისქეზე

•    შეინახეთ გრილ ადგილზე.

© FL/ Cameronმწიფე საზამთრო დაკაკუნებისას მჟღერ ბგერას გამოსცემს, ხოლო ხელის მოჭერისას მსუბუქი სკდომის ხმა უნდა შემოგესმათ
მწიფე საზამთრო დაკაკუნებისას მჟღერ ბგერას გამოსცემს, ხოლო ხელის მოჭერისას მსუბუქი სკდომის ხმა უნდა შემოგესმათ - Sputnik საქართველო
მწიფე საზამთრო დაკაკუნებისას მჟღერ ბგერას გამოსცემს, ხოლო ხელის მოჭერისას მსუბუქი სკდომის ხმა უნდა შემოგესმათ

უპირველესად, დაიხსომეთ:

არ შეეხოთ საზამთროს შიშველი ხელებით. ყოველ ჯერზე აუცილებლად ჩაიცვით ნაჭრის ხელთათმანები და ისე დაალაგეთ ან უცვალეთ გვერდი.

თუ ყველა ამ წესს დაიცავთ, საზამთრო არც სისაღეს დაკარგავს და არც სიტკბოს.

აქვე გთავაზობთ ტკბილი და მწიფე საზამთროს არჩევის ხერხებსაც.

გემრიელი საზამთროს შერჩევა მთელი მეცნიერებაა. ვინ ძველებურად, მამაპაპური ხერხით, დაკაკუნებით ცდილობს გამოიცნოს, მწიფეა თუ არა საზამთრო და ვინ კიდევ უბრალოდ ენდობა ნაცნობ გამყიდველს.

თუმცა ამის გარდა სხვა ხერხებიც არსებობს საიმისოდ, რომ შინ მწიფე, წითელი, ჩამტკბარ–ჩაშაქრული ხილი მიიტანოთ და ოჯახის წევრებში თავიც მოიწონოთ, როგორც საზამთროს არჩევის უებრო სპეციალისტმა. 

© FL/Martín Bibiloniთუ საზამთროს რბილობს თეთრი ან მოყვითალო ძარღვები დასდევს, ესე იგი ის დასაშვებზე მეტი რაოდენობით შეიცავს ნიტრატებსა და პესტიციდებს
თუ საზამთროს რბილობს თეთრი ან მოყვითალო ძარღვები დასდევს, ესე იგი ის დასაშვებზე მეტი რაოდენობით შეიცავს ნიტრატებსა და პესტიციდებს - Sputnik საქართველო
თუ საზამთროს რბილობს თეთრი ან მოყვითალო ძარღვები დასდევს, ესე იგი ის დასაშვებზე მეტი რაოდენობით შეიცავს ნიტრატებსა და პესტიციდებს

მაშ ასე:

•    ზომა — რაც უფრო დიდია საზამთრო, მით მეტია ალბათობა, რომ ის კარგადაა შემოსული, ანუ მწიფეა. 5–7 კგ–ზე ნაკლები წონის საზამთროს ყიდვა სასურველი არ არის.

•    „დედალი“ და „მამალი“ — უცნაურია, მაგრამ საზამთროს სქესის მიხედვით განასხვავებენ. „მამალი“ საზამთრო შედარებით დიდია და წაგრძელებული ფორმა აქვს, ხოლო „დედალი“ უფრო პატარაა და მომრგვალებული. იცოდეთ, რომ „გოგო–საზამთრო“ ბევრად გემრიელი და ტკბილია.

•    ყუნწი — ეს აუცილებელია, იმიტომ რომ სწორედ ყუნწი „გიკარნახებთ“, რამდენად მწიფეა ხილი. თუ ის ყვითელია და გამხმარი, ესე იგი საზამთრო მწიფეა, ხოლო თუ მწვანე — ესე იგი, საზამთრო ნაადრევადაა მოწყვეტილი.

•    ხმა — მწიფე საზამთრო დაკაკუნებისას მჟღერ ბგერას გამოსცემს, ხოლო ხელის მოჭერისას მსუბუქი სკდომის ხმა უნდა შემოგესმათ.

•    ყვითელი ლაქა — ის საზამთროზე იმიტომ ჩნდება, რომ მიწაზე დიდხანს უწევს წოლა ცალ გვერდზე. რაც უფრო ყვითელია ლაქა, მით უფრო მწიფე და ტკბილია საზამთრო.

© FL/ Alice Hennemanიცოდეთ, რომ „გოგო–საზამთრო“ ბევრად გემრიელი და ტკბილია
იცოდეთ, რომ „გოგო–საზამთრო“ ბევრად გემრიელი და ტკბილია - Sputnik საქართველო
იცოდეთ, რომ „გოგო–საზამთრო“ ბევრად გემრიელი და ტკბილია

გახსოვდეთ:

•    ნუ გააჭრევინებთ გამყიდველს საზამთროს მის სიმწიფე–სიწითლეში დასარწმუნებლად. საქმე ისაა, რომ ის მომენტალურად „იწოვს“ მტვერსაც და ბაქტერიებსაც და სანამ შინ მიიტანთ, საზამთრო უკვე დაბინძურებული იქნება.

•    არის თუ არა საზამთრო ქიმიკატებით მდიდარი, ამის ზედაპირულად განსაზღვრა შეუძლებელია. ამას მხოლოდ მისი გაჭრის შემდეგ მიხვდებით. თუ საზამთროს რბილობს თეთრი ან მოყვითალო ძარღვები დასდევს, ესე იგი ის დასაშვებზე მეტი რაოდენობით შეიცავს ნიტრატებსა და პესტიციდებს.

•    საზამთროს დამწიფებას ნაყოფის გამოღებიდან საშუალოდ 67–97 დღემდე სჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0