ნორჩი ქართველი მხატვრის ნახატი ზურაბ წერეთელმა საკუთარ გალერეაში გამოფინა

© თეა ზირაქაძეცოტნე მიქუტიშვილი - "ფილანტროპი 2016" დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე
ცოტნე მიქუტიშვილი - ფილანტროპი 2016 დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველომ“ რამდენიმე დღის წინ გაცნობათ, რომ 7 წლის თბილისელი მხატვარი ცოტნე მიქუტიშვილი სახვით ხელოვნებაში (გრაფიკა) საერთაშორისო პრემიის „ფილანტროპი- 2016“-ის სპეციალური პრემიით დაჯილდოვდა. ოფიციალური მეცხრე ცერემონია 20 მაისს მოსკოვში, მხატვარ ზურაბ წერეთლის სამხატვრო გალერეაში, საგამოფენო დარბაზ „იაბლოკოში“ გაიმართა.

ცოტნეს გარე სამყაროსთან კავშირს მხოლოდ საკუთარი ნახატების საშუალებით ამყარებს. ნორჩი მხატვრის დედის თეა ზირაქაძის გადაწყვეტილებით ბავშვმა ხატვის სწავლა სახლში დაიწყო. ხატვის გაკვეთილებს მას პედაგოგი ცირა აბუაშვილი უტარებს. ხატვის დროს ბიჭი შესამჩნევ სულიერ გარდასახვას განიცდის და ისეთ გარდამავალ ფერებს არჩევს, რაც ხშირ შემთხვევაში მოზრდილი ადამიანისთვისაც კი რთული წარმოსადგენია. ამიტომაა, რომ მისი ნახატები საოცარი შინაგანი მუხტითა და ნათელი ფერებით გამოირჩევა. 
ორი დღის წინ ცოტნე და მისი დედა თეა ზირაქაძე ჩამოვიდნენ მოსკოვიდან, სადაც დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ შთაბეჭდილებების გასაგებად დავუკავშირდით მას.

- როგორ ჩაიარა საზეიმო ცერემონიამ და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით მოსკოვიდან?
— თავიდანვე გეტყვით, რომ აღფრთოვანებულები ვართ. ასეთი ლამაზი დღეები ცხოვრებაში არ მქონია, თავი სამეფო მეჯლისზე მეგონა. ისეთი პატივით დაგვხვდნენ, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი. ცოტნე დაჯილდოების დროს სცენაზე ავიდა, სადაც მას დიპლომები და კონკურსის სიმბოლო გადასცეს. ასევე გვაჩუქეს წიგნი, სადაც მონაწილეების მოკლე ბიოგრაფია, ფოტო და ნახატები იყო, მათ შორის ინფორმაცია ცოტნეზე. რაც მთავარია, ცოტნეს სახელით საქართველოს დროშა ააფრიალეს —ეს დაუვიწყარი წუთები იყო!..

© თეა ზირაქაძეცოტნე მიქუტიშვილი სახვით ხელოვნებაში (გრაფიკა) საერთაშორისო პრემია „ფილანტროპი- 2016“-ის სპეციალური პრემიით დაჯილდოვდა.
ცოტნე მიქუტიშვილი სახვით ხელოვნებაში (გრაფიკა) საერთაშორისო პრემია „ფილანტროპი- 2016“-ის სპეციალური პრემიით დაჯილდოვდა. - Sputnik საქართველო
ცოტნე მიქუტიშვილი სახვით ხელოვნებაში (გრაფიკა) საერთაშორისო პრემია „ფილანტროპი- 2016“-ის სპეციალური პრემიით დაჯილდოვდა.

- თავად გამარჯვებული როგორ იქცეოდა?
— ამ ოთხი დღის განმავლობაში ცოტნე ისე განსხვავებულად იქცეოდა, როგორც არასდროს, თითქოს ერთბაშად 4 წლით გაიზარდა და დავაჟკაცდა. საერთოდ, ასე შორ გზაზე მისი წაყვანა დიდი რისკი იყო. სიმართლე გითხრათ, მეშინოდა კიდეც. მაგრამ იმდენად მინდოდა ამ ზეიმს დასწრებოდა, რომ მაინც გავრისკე. არ მომჩვენებია, ასე მართლა არასოდეს მოქცეულა. ვერ გეტყვით, რომ მშვიდად იყო, პირიქით, უფრო აქტიურად და სიცოცხლით სავსე იყო, მაგრამ მის ქცევაში იყო ის, რაც აქამდე არ ყოფილა… როცა ზურაბ წერეთლის გალერეაში გამოფენილი ნახატები დაინახა, თვალები გაუფართოვდა, დიდხანს ათვალიერა და ერთ-ერთ ნახატთან ცოტა დიდხანს გაჩერდა. ეტყობა, ისე მოეწონა, რომ მასაც უნდოდა დახატვა. საღამოს გაიმართა ვახშამი, რომელსაც ბატონი ზურაბი, მოწვეული სტუმრები და ფონდ „ფილანტროპის“ პრეზიდენტი გენადი ანიჩკინი ესწრებოდნენ. ცოტნე ვახშამზე ცუდად არ იქცეოდა, ოღონდ, ისეთი მოუსვენარი იყო, რომ ყველას დაამახსოვრა თავი. მერე ზურაბ წერეთელმაც თავისთან იხმო და მას საკუთარი, ავტოგრაფიანი წიგნი აჩუქა.

© თეა ზირაქაძეცოტნე მიქუტიშვილი დედასთან - თეა ზირაქაძესთან ერთად ზურაბ წერეთლის სახელოსნოში
ცოტნე მიქუტიშვილი დედასთან - თეა ზირაქაძესთან ერთად ზურაბ წერეთლის სახელოსნოში - Sputnik საქართველო
ცოტნე მიქუტიშვილი დედასთან - თეა ზირაქაძესთან ერთად ზურაბ წერეთლის სახელოსნოში


 — რამდენადაც ვიცი, ცოტნეს ნახატი ზურაბ წერეთელმა საკუთარ გალერეაში გამოფინა.
— ჯერ იმას გეტყვით, რომ ერთი ნახატი ცოტნემ ზურაბ წერეთელს დაუხატა. იგი წმინდა ცოტნეს ხატთან ერთად ბატონ ზურაბს გადავეცით. მან თავის გალერეაში მიგვიპატიჟა, ბავშვი მოლბერტთან მიიყვანა და უთხრა, მოდი, დახატეო. ცოტნემ თავიდან თავისი საყვარელი მულტ-გმირი დახატა ფანქრით, მაგრამ მერე ნახატი გადააკეთა და საბოლოოდ ქოხი გამოვიდა. თუმცა მულტ-გმირი ისევ ფანქრით შესრულებული დატოვა. საბოლოოდ მართლა ლამაზი ნამუშევარი გამოვიდა. ბოლოს ბატონმა ზურაბმა მის ნახატს ნიშანი „5+“ დაუწერა და ცოტნეს ნახატი საკუთარი გალერეის ერთ კუთხეში ჩამოკიდა. იცით, რისი თქმა მინდა? ეს ოთხი დღე მისი სულიერი ზრდისა და განვითარებისთვის დიდი სტიმულის მომცემი იყო. მინდა მოვუწოდო ყველა მშობელს, ვისაც ჰყავს შვილი მსგავსი პრობლემით, რომ ხელოვნებით შესაძლებელია, ბავშვი სულიერად გაიზარდოს, ამიტომ აუცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რათა მათ ეს არ მოაკლონ. ხატვა – ერთგვარი სულიერი თერაპია და ხსნაა. ბოლოს იმის თქმა მინდა, რომ ცოტნეს ამ გამარჯვებას მე ვუძღვნი დედაჩემს, ნათელა ფურცელაძეს, რომელიც თავის დროზე სკოლაში ხატვას ასწავლიდა ბავშვებს და ახლა რამდენიმე თვეა, რაც კომაშია…

© თეა ზირაქაძეცოტნე მიქუტიშვილი "ფილანტროპი 2016" დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე
ცოტნე მიქუტიშვილი ფილანტროპი 2016 დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე - Sputnik საქართველო
ცოტნე მიქუტიშვილი "ფილანტროპი 2016" დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე

შეგახსენებთ, ესაა კულტურისა და ხელოვნების სფეროში შშმ პირების მიერ გამოჩენილი მიღწევებისთვის დაწესებული სპეციალური საკონკურსო ჯილდო. კაცობრიობის ისტორიაში პირველი უპრეცედენტო კონკურსი „ფილატროპი“, რომლის დროსაც კულტურისა და ხელოვნების სფეროში შშმ პირების ღვაწლი ფასდება. კონკურსი პირველად 20 წლის წინ, 1996 წელს მოსკოვში დაფუძნდა. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება. 2000 წელს მასში 35 ქვეყნის 9 000 პირმა მიიღო მონაწილეობა.
წელს საერთაშორისო პრემია,,ფილანტროპს“ 47 ლაურეატი ჰყავდა.

ყველა ახალი ამბავი
0