ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისიას გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს

© Fl/ Bundesministerium für Europa, Integration und Äußeresბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დანიელ მიტოვი
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დანიელ მიტოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ ანკარა მუქარას შეასრულებს და მიგრაციული შეთანხმებიდან გავა, ევროპას ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი ლტოლვილების მორიგი დიდი ტალღა მიაწყდება.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ მიტოვმა ევროკომისიას მოუწოდა, შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ანკარა მუქარას შეასრულებს და მიგრაციული შეთანხმებიდან გავა, რაც ევროპას ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი ლტოლვილების მორიგი დიდი ტალღის საშიშროებას შეუქმნის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ БНТ-ზე დაყრდნობით.

„ჩვენ მოვუწოდებთ ევროკომისიას, დაიწყოს მუშაობა გეგმა B-ზე იმ შემთხვევისთვის, თუ თურქეთის რიტორიკა რეალურ ხასიათს შეიძენს. იმედი გვაქვს, რომ ასე არ მოხდება, მაგრამ პოლიტიკას მხოლოდ იმედზე ვერ ავაგებთ. ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად“, — განაცხადა მიტოვმა БНТ-ს ეთერში.

ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ლიდერებმა მიმდინარე წლის მარტში თურქეთთან შეათანხმეს მიგრაციულ კრიზისთან ბრძოლის ერთობლივი გეგმა, რომელიც საბერძნეთში თურქეთიდან ჩასული ყველა არალეგალის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს. ამის სანაცვლოდ კი, პრინციპით „ერთი ერთზე“, ევროკავშირმა უნდა მიიღოს ყველა სირიელი ლეგალური მიგრანტი, რომელიც ევროპაში თურქეთის გავლით ჩადის. 

ამ შეთანხმების ფარგლებში ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირს უკვე მაისში შესთავაზა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების მოხსნა, თუ ანკარა ევროკავშირის ყველა დარჩენილ მოთხოვნას შეასრულებდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ევროკავშირს მიგრაციული შეთანხმებიდან გასვლით დაემუქრა, თუ ეს უკანასკნელი თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე უარს იტყოდა.

ყველა ახალი ამბავი
0