საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს 2017 წელს ელოდება

გამოწერა
სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირთან დაახლოების კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების გადაწყვეტილება, შესაძლოა, 2016 წლის ბოლომდე მიიღოს, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი გუშინ უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდნენ, რაც ვიზების გაუქმების სავალდებულო პირობას წარმოადგენს. კენჭისყრა ევროპარლამენტში, შესაძლოა, უკვე მომდევნო კვირაში გაიმართოს. 

ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს უვიზო რეჟიმის დაუყოვნებლივ განხილვისკენ მოუწოდებს

„ეს იყო ერთადერთი პროცედურული საკითხი, რომელიც პროცესის შეყოვნებას უკავშირდებოდა, თუმცა ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რომ ვთქვათ, შესაძლებელია წლის ბოლომდე გადაწყვეტილება იქნას მიღებული… ეს იქნება ჩვენი ევროკავშირთან მიმოსვლის, თანამოქალაქეების, ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი“, — განაცხადა დოლიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზვიად კვაჭანტირაძეს იმედი აქვს, რომ ვიზები მალე გაუქმდება.

„უნდა ვივარაუდოთ, რომ [უვიზო რეჟიმი] ახალი წლიდან, თუ რაიმე სხვა არ არის გაწერილი, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს“, — აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

ევროკავშირის საბჭომ, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ გუშინ უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების მექანიზმის საბოლოო ვარიანტი შეათანხმეს.

დადგენილი პროცედურებით, კომპრომისულ ვარიანტს ხუთშაბათს განიხილავს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა  კომიტეტი. სავარაუდოდ, მომავალ კვირაში საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

თუ ევროპარლამენტის დეპუტატები მოიწონებენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.


ყველა ახალი ამბავი
0