22:05 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
აშშ დოლარი

მსოფლიო ვალუტების მიმართ დოლარი იაფდება

© Sputnik/ Наталья Селиверстова
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
75 0 0

დოლარის დაცემის მიზეზად ანალიტიკოსები იმას ასახელებენ, რომ ინვესტორები აშშ-ის შრომის ბაზრის შესახებ მონაცემთა გამოქვეყნებას ელოდებიან.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. პარასკევს მსოფლიო ვალუტების მიმართ დოლარის კურსი დაბლა იწევს, რადგან აშშ-ში ინვესტორები ქვეყნის შრომის ბაზრის შესახებ ნოემბრის თვის სტატისტიკის გამოქვეყნებას ელოდებიან, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით.

თბილისის დროით 10:28 საათის მდგომარეობით, დოლარის მიმართ ევროს კურსი 1,0684 დოლარამდე გაიზარდა წინა დღის 1,0661-დან, რაც ვაჭრობის დასრულებისას დაფიქსირდა.

ასევე წინა დღის ვაჭრობასთან შედარებით იენის მიმართ დოლარის კურსმა 114,09-დან 114,01 იენამდე დაიკლო. დოლარის ინდექსმა (ექვსი ქვეყნის ვალუტების კალათის მიმართ დოლარის კურსი) 0,21%-ით დაიკლო – 100,74 პუნქტამდე.

პარასკევს, მოგვიანებით აშშ-ის შრომის სამინისტრო ქვეყანაში შრომის ბაზრის შესახებ ნოემბრის ანგარიშს გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსების პროგნოზების მიხედვით, აშშ-ში უმუშევრობის დონე ნოემბერში ოქტომბრის დონეზე შენარჩუნდა (4,9%), ხოლო ეკონომიკის არასასოფლო-სამეურნეო დარგებში სამუშაო ადგილების რაოდენობა 175 ათასით გაიზარდა.

შრომის სამინისტროს ანგარიშის მოლოდინში ინვესტორებმა თავის შეკავება გადაწყვიტეს.

„დოლარმა, შესაძლოა, 115 იენის ზღვარი მოსინჯოს იქიდან გამომდინარე, როგორი აღმოჩნდება სამუშაო ადგილების რაოდენობა არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკაში“, — აქვეყნებს სააგენტო „როიტერი“ Mizuho Bank-ის ბაზრის ეკონომისტის დაიცუკე კარაკამას მოსაზრებას.

მთავარი თემები