22:07 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
გიორგი კვირიკაშვილი და იოჰანეს ჰანი

საქართველო ინარჩუნებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებში ლიდერის პოზიციას

© FB / Георгий Квирикашвили
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
12 0 0

იოჰანეს ჰანმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს რეფორმების რეალიზაციის კუთხით.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველო ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის, რეფორმების წარმატებული განხორციელების კუთხით, განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედების მნიშვნელობას და მომავალი წლების სამოქმედო გეგმას. ყურადღება გამახვილდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირების საბჭოს მესამე სხდომის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს მაღალი რანგის პირველ ინსტიტუციურ შეხვედრას ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ. გამოითქვა იმედი, რომ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი გახდება შემდგომი რეფორმების კონკრეტული გზამკვლევი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა გრძელვადიან ჭრილში მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც მისი თქმით, წარმოადგენს მთავრობის მთავარ პრიორიტეტს, — იტყობინება პრემიერის პრესსამსახური.

 მანვე მისასალმებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის სამომავლო დახმარება 2017-2020 წლებში კონცენტრირებული იქნება, ძირითადად, ეკონომიკურ ზრდასა და კერძო სექტორის მხარდაჭერაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რაც იქნება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თვალსაჩინო აღიარება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.


მთავარი თემები