22:08 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ბრიუსელი

მამრაძე: ევროკავშირში კრიზისი გარდაუვალი იყო

© Sputnik/ Алексей Витвицкий
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
15 0 0

„Sputnik. მნენიას“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ევროკავშირში ევროსკეპტიკოსების დიდი რაოდენობა გამოავლინა.

თბილისი, 1 დეკემბერი-Sputnik. მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირში კრიზისი გარდაუვალი იყო და „Sputnik.მნენიას“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროპული ქვეყნების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ასეთი რეფერენდუმის ჩატარებას იტალიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (53%) ემხრობა. შემდეგ მოდიან საფრანგეთი (47%), გერმანია (43%), ესპანეთი (39%) და პოლონეთ (38%). გამოკითხვა კომპანია Ifop-მა საინფორმაციო სააგენტოს და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ჩაატარა.

„გამოკითხვის შედეგები ხალხის განწყობას ასახავს. სპეციალისტები ევროკავშირში არსებულ რეალურ კრიზისზე საუბრობენ, რომელიც გარდაუვალი იყო და ვერავინ ვერ ბედავს თქმას, რომ კრიზისის ერთ-ერთი მიზეზია კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა. კრიზისი სახეზეა“, – აცხადებს მამრაძე „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

ექსპერტის თქმით, არსებული პრობლემების მიუხედავად, ევროკავშირის დაშლა მოსალოდნელი არ არის.

„შესაძლოა, ჩატარდეს გარკვეული რეფორმები, რომლებიც ევროსთან იქნება დაკავშირებული. ასეთი რეფორმები მოსალოდნელია, მაგრამ ევროკავშირის სრულ დაშლას არ ველოდები“, – ხაზი გაუსვა მან.

მამრაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ბრექსიტის“ შემდეგ არც ერთ ქვეყანას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

„მოსალოდნელია გარკვეული მობილიზაცია. იგივე ამოცანები და პრობლემები ახლა უფრო მობილურად და ევროკავშირისთვის ასე დამახასიათებელი ბიუროკრატიის გარეშე გადაწყდება“, – აღნიშნა მამრაძემ.

კითხვაზე „გსურთ თუ არა, რომ ბრიტანეთის მაგალითზე თქვენ ქვეყანაში ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდეს“, უარყოფითი პასუხი გასცა პოლონელების 62%-მა, ესპანელების 61%-მა, გერმანელების 57%-მა, ფრანგების 53%-მა და იტალიელების 47%-მა. 2016 წლის ივლისთან შედარებით რეფერენდუმის მომხრეთა რიცხვი გაიზარდა ესპანეთში 34%-დან 39%-მდე, იტალიაში 46%-დან 53%-მდე და პოლონეთში 33%-დან 38%-მდე.

გამოკითხვა 2016 წლის 22-23 ოქტომბერს ჩაატარა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით არის დაკავებული. გამოკითხვაში საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და პოლონეთიდან  5019-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.

რამდენი ევროპელი უჭერს მხარს ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმის გამართვას?
რამდენი ევროპელი უჭერს მხარს ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმის გამართვას?

 

მთავარი თემები