ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატებს კენჭს დღეს უყრიან

გამოწერა
პარლამენტის პლენარულ სხდომამდე კანდიდატები საკუთარ გეგმებს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზეც წარადგენენ. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს ოპოზიცია, გამოუცხადოს თუ არა ნდობა ეროვნული ბანკის საბჭოს პოტენციურ წევრებს.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენები და ფრაქციებთან შეხვედრები გრძელდება.  

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გუშინ გამართულ სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

გიორგი მარგველაშვილი და კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაამტკიცა

კანდიდატები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტს 24 ნოემბერს წარუდგინა.

ერთ-ერთი კანდიდატი ამჟამად ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრი არჩილ მესტვირიშვილია, რომელიც თანამდებობის შენარჩუნებას მეორე ვადით შეეცდება.

ასევე წევრობის კანდიდატები არიან „საქართველოს ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია და საფინანსო სექტორის განვითარების პროექტების ყოფილი დირექტორი რობერტ სინგლეტარი.

ეროვნული ბანკის საბჭო უმაღლეს ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკის საქმიანობას. მისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია დაამტკიცოს საერთაშორისო რეზერვების მართვის პრინციპები, დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი, დაამტკიცოს საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი, განსაზღვროს საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებები და სხვა.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

პარლამენტის პლენარულ სხდომამდე კანდიდატები საკუთარ გეგმებს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზეც წარადგენენ. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს ოპოზიცია, გამოუცხადოს თუ არა ნდობა ეროვნული ბანკის საბჭოს პოტენციურ წევრებს.

„ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ წარდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად. მიმაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისთვის  ეროვნული ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინტიტუტი. პირველ რიგში ჩვენი ფუნქცია ფასების სტაბილურობაა“, — აღნიშნა ეროვნული ბანკის წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა არჩილ მესტვირიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. საბჭოს წევრებს საკანონმდებლო ორგანო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 7 წლის ვადით ირჩევს.

ყველა ახალი ამბავი
0