გუბაზ სანიკიძე ბურჯანაძის "დემოკრატიულ მოძრაობას" შეუერთდა

© photo: courtesy of T. Chochuaგუბაზ სანიკიძე
გუბაზ სანიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმის“ დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მიიღო. პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, როგორც დამოუკიდებელმა სუბიექტმა, მაგრამ 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი ლიდერი გუბაზ სანიკიძე საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის ოპოზიციურ პარტია „დემოკრატიულ მოძრაობას“ შეუერთდა.

ბურჯანაძის განცხადებით, გუბაზ სანიკიძის გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭომ სრულად დაუჭირა მხარი.

„ბატონი გუბაზ სანიკიძე დღეს არის ჩემ გვერდზე, ჩემ თანაპარტიელებთან ერთობლივად ის გააგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას და მე ვთვლი, რომ ეს არის ჩვენი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული მოვლენა“, — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე. 

მთაწმინდა - Sputnik საქართველო
სანიკიძემ "ეროვნული ფორუმი" დატოვა

გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმის“ დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მიიღო. პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, როგორც დამოუკიდებელმა სუბიექტმა, მაგრამ 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. „ეროვნულმა ფორუმმა“ ხმების 0,73% მოიპოვა.

როგორც გუბაზ სანიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალ პარტიაში მოღვაწეობისას მისი პრიორიტეტი საგარეო ურთიერთობების ყველა მიმართულებით განვითარება იქნება. 

„ჩემი გადაწყვეტილება განსაზღვრა იმ ვითარებამ, რაც ქვეყნის შიგნით არის შექმნილი. ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორები, ეს მიმართულება არის გასააქტიურებელი და, რაც მთავარია, ინტენსივობამ უნდა მოიმატოს. საქართველოს არ აქვს აზიზობის უფლება“, — აღნიშნა სანიკიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0