01:49 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ ხარჯებმა დეკლარირებულ ბიუჯეტს გადააჭარბა

© REUTERS/ David Mdzinarishvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
25 0 0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო პერიოდში, აგიტატორების ხელფასების ხარჯებიდან გამომდინარე, იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ოფიციალურად აქვს დეკლარირებული.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) წინასაარჩევნო კამპანიის დროს არადეკლარირებული თანხების ხარჯვაში დაადანაშაულა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე გრძელი — ოთხთვიანი წინასაარჩევნო კამპანია უძღოდა წინ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო პერიოდში 2,4 მლნ ლარზე მეტი დახარჯა.

„ერთია, რა იყო დეკლარირებული, ხოლო მეორეა – რა არ იყო. თქვენ შეგიძლიათ „ნაცმოძრაობის“ დეკლარირებულ ბიუჯეტს ჩახედოთ რეალურად, თუ რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული მათი აქტივობა. მხოლოდ აგიტატორები ჰყავდათ 20 000-მდე, რომლებსაც 150 ლარს უხდიდნენ თვეში“, — განაცხადა კობახიძემ.

არის თუ არა ეს დანაშაული, ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ჩვენ ვიყავით კონკურენციაში და ვაგროვებდით ზუსტ ინფორმაციებს. გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, რას ხარჯავდნენ ჩვენი კონკურენტები. კონკრეტული აგიტატორების რაოდენობა ჰყავდათ და კონკრეტულ ხელფსს უხდიდნენ მათ. ამ ინფორმაციას ნებისმიერი, ჩვენი რიგითი აქტივისტი დაგიდასტურებთ. სიღრმეში ჩასვლა აღარ მინდა, ხარჯი იყო ბევრად მეტი, ვიდრე იყო დეკლარირებული“, – აღნიშნა კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 150–დან 115 ადგილი, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ — 27. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტში 6 ადგილი ერგო. საკანონმდებლო ორგანოში ასევე შევიდნენ მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე — პარტიიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

მთავარი თემები