01:50 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
სანდრა რულოვსი

სანდრა რულოვსს დეპუტატის მანდატი გაუუქმდა

© Sputnik/ Igor Zarembo
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
24 0 0

საქართველოს პარლამენტმა სანდრა რულოვსისთვის, მისივე სურვილის გათვალისწინებით, სადეპუტატო ულებამოსილების ჩამორთმევას მისცა ხმა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ოთხი დეპუტატის, მათ შორის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლის სანდრა რულოვსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილებას მხარი დაუჭირა.

სანდრა რულოვსმა მეცხრე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი თავად განაცხადა. რულოვსი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) სიის მეორე ნომერი იყო. ის სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც იყო, თუმცა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

რულოვსის ადგილს პარლამენტში კახეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაიკავებს, რომელიც ენმ-ის პარტიულ სიაში N28 იყო.

რულოვსის გარდა სადეპუტატო უფლებამოსილება მოეხსნათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს: გიორგი კვირიკაშვილს, კახა კალაძესა და გიორგი გახარიას.

გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე და გიორგი გახარია საქმიანობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში აგრძელებენ. საქართველოს პარლამენტმა 26 ნოემბერს ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით. კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის, ხოლო გიორგი გახარიამ — ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობები დაიკავეს. მათ ადგილს პარლამენტში გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე დაიკავებენ.

მთავარი თემები