საქართველოს პრემიერი ბელგიაში სტოლტენბერგს შეხვდება

© AP Photo / Sergei Gritsგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვრიკაშვილი შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელთან, ევროკომისართან ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში და ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიაში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან, მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან და სხვა.

პარასკევს კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
"ასოცირების შესრულების თაობაზე ანგარიში" - ევროკავშირი პროგრესით კმაყოფილია

2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

მანამდე, 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ მოხსენებაში აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა.

საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე 2016 წლის ზაფხულში დააწესებდა, თუმცა, ივნისის დასაწყისში ამ საკითხის განხილვა გადაიდო. გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ მაშინ გერმანია, საფრანგეთი და იტალია წავიდნენ. მოგვიანებით კი ამ ქვეყნებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მხარდაჭერა ღიად დააფიქსირეს.

ამ ეტაპზე პროცედურებით გათვალისწინებულია ევროკავშირის პარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკებების დაწყება. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მხარეებმა უნდა შეათანხმონ და მოამზადონ რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტი. ამის შემდეგ დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო შემდეგ დაამტკიცონ ევროკავშირის საბჭოში.

თუ ევროპარლამენტარები მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 180 დღის მანძილზე 90 დღე უვიზოდ დაჰყონ შენგენის ზონაში.

ყველა ახალი ამბავი
0