საქართველოს საბრძოლო სულის სამჭედლო: არმიის სპეცდანიშნულების ბატალიონი 17 წლის გახდა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფი
ქართული არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მოსამსახურეებს პირობა მისცა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ სარისკო წვრთნების წარმატებულად ჩატარებისთვის მაქსიმალურად საუკეთესო პირობები შეუქმნან.

თბილისი, 29 ნოემბერი– Sputnik. საქართველოში შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების 17 წლის იუბილე აღნიშნეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იუბილე ვაშლიჯვრის სამხედრო ბაზაზე  საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვლადიმერ ჩაჩიბაია,  აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო,  და სხვა მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.

"დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ეს დღე ახალ გენშტაბის უფროსთან ერთად მოგილოცოთ და დაგპირდეთ, რომ ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად შეგიქმნათ საუკეთესო პირობები სარისკო წვრთნების წარმატებულად ჩატარებისთვის…თქვენ ხართ სამჭედლო ქართული მებრძოლი სულისა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ვისურვებდი, ეს ტრადიციები მომავალშიც გააგრძელოთ“,- განაცხადა იზორიამ.

ქართველი სამხედროები საერთაშორისო სწავლებების დროს - Sputnik საქართველო
საქართველოს გენერალური შტაბის ხელმძღვანელი შეიცვლება

გამოსვლისას მინისტრმა ამ წლის აგვისტოში მომხდარი უბედური შემთხვევა. მაშინ უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ კაპრალი იაგო შარაძე და პირველი კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც გონიოში მებრძოლი მყვინთავების კურსს გადიოდნენ. მათი ცხედრები დღემდე არ არის ნაპოვნი.

"როდესაც ვსაუბრობ ელიტურ დანაყოფზე, მხედველობაში მაქვს წვრთნების ის სარისკო ხასიათი, რომელსაც თქვენ გადიხართ. საზოგადოება ამის მოწმენი გავხდით ახლო წარსულში, როდესაც ერთ-ერთი წვრთნების დროს  დავკარგეთ ჩვენი ძმები, თქვენი თანამებრძოლნი და ვისურვებდი, რომ მომავალში ასეთი შემთხვევები არ გვქონდეს, რომ უსაფრთხოების მაქსიმალური სტანდარტები დავიცვათ",-აღნიშნა იზორიამ.

უელსში 14-23 ოქტომბერს ჩატარებულ ყოველწლიურ სამხედრო სწავლებებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის მინისტრმა უწყებრივი მედლები — „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშობლოსთვის თავდადებული“ გადასცა. 

გენერალური შტაბის უფროსმა ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვა. რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ კი მადლობა და სიგელები დაიმსახურა.

ვლადიმერ ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბს ვლადიმერ ჩაჩიბაია უხელმძღვანელებს

სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ამერიკელმა სამხედროებთან ერთად  საჩვენებელი ტაქტიკური სწავლება გამართეს.

1998 წლის ნოემბერში, პირველად საქართველოში, თურქეთის დახმარებით შეიქმნა „სპეცდანიშნულების საბრძოლო კურსი“. ის წარმატებით დაასრულა 12-მა სამხედრო მოსამსახურემ. 

ასე შეიქმნა პირველი სპეცდანიშნულების ჯგუფი და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში  საფუძველი ჩაეყარა სერტიფიცირებული სპეციალური ოპერაციების ტაქტიკურ ქვედანაყოფს.

დღეს სპეციალური ოპერაციების ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შემადგენლობაში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0