01:48 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
საპატრულო მანქანა გამოძახებაზე მიდის

საქართველოს პრემიერი ითხოვს ავტომანქანების ციმციმები ზედმეტად არ გამოიყენონ

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1910

საქართველოს სახელმწიფო მოსამსახურეებს უფლება აქვთ სახელმწიფო ავტომანქანებით მოძრაობისას სპეციალური ციმციმები მხოლოდ ორგანიზებული კოლონით გადაადგილებისას ჩართონ.

თბილისი, 29 ნოემბერი– Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს მიმართა, რომ ავტომანქანების ციმციმებით მოძრაობის აღსაკვეთად, სპეციალური ზომები მიიღოს. 

საქართველოს საგზაო მოძრაობის კანონის თანახმად, სპეციალური ციმციმები სახელმწიფო ავტომანქანებზე მონტაჟდება. მათ ორგანიზებული კოლონით გადაადგილებისას იყენებენ.

"ამ დღეების განმავლობაში, არაერთხელ შემხვდა ციმციმებიანი შავი ჯიპების მოძრაობა არა მარტო ქალაქში, არამედ ავტობანებზეც. მინდა გთხოვოთ, შესაბამისი ზომები იქნას მიღებული პატრულის მხრიდან",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის თითქმის არ იყენებს ციმციმებს, და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო მოსამსახურეები მის მაგალითს გამოიყენებბენ, რადგან ეს საკმაოდ გამაღიზიანებლად მოქმედებს მოსახლეობაზე. 

მანქანებზე ციმციმების, სიგნალების, ხმის გამაძლიერებლების და ოპერატიული სამსახურების სიმბოლიკის გამოყენება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსით რეგულირდება. თუ კი მანქანის მფლობელი ამ ატრიბუტიკას შსს ნებართვის გარეშე დააყენებს, ის 100 ლარით დაჯარიმდება.

მთავარი თემები