01:50 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
პრეზიდენტის სასახლე

პრეზიდენტი აჭარის მთავრობის მეთაურთან დაკავშირებით კონსულტაციებს იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
28 0 0

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას პარტიებთან განიხილავს, რის შემდეგაც საკითხს ქვეყნის მთავრობასთან შეათანხმებს.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობის ახალი მეთაურის შესახებ, პარტიებთან და ავტონომიის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ.

8 ოქტომბერს არჩეული უმაღლესი საბჭოს პირველის სხდომის შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარიძის უფლებამოსილება ამოიწურა. 

აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი — ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს გამართავს. კონსულტაციების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი შერჩეულ კანდიდატურას გააცნობს საზოგადოებას და ამავე დროს, გადაუგზავნის საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღებად. შემდეგ კი პრეზიდენტი აღნიშნულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს," —  განაცხადა ეკა მიშველაძემ. 

აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად, მას ხმა არჩეულ დეპუტატთა უმრავლესობამ უნდა მისცეს. არჩევნების შედეგებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 14 ადგილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ აიღო. დანარჩენ პარტიებს მხოლოდ თითო კანდიდატი ყავთ საკანონმდებლო ორგანოში. 


მთავარი თემები