01:50 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ლევან კალანდაძე

კალანდაძე: სივრცითი მოწყობის კონცეფცია რეგიონებს გაათანაბრებს

© FB/LEVAN KALANDADZE
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
18 0 0

ახალი პარლამენტი "საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსში" ცვლილებათა პაკეტის განხილვას გეგმავს.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სივრცითი მოწყობის კონცეფცია ქვეყანაში იმ შესაძლებლობების გამოვლენას ითვალისწინებს, რაც თითოეულ რეგიონს გააჩნია, განაცხადა ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ.  

„სივრცითი განვითარების კონცეფციის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ პრაქტიკულად ყველა რეგიონში უზრუნველყოფილ იქნას დაახლოებით ერთნაირი განვითარების ტემპი, თავისი სოციალური სტანდარტებით, ეკონომიკური განვითარებით და ერთ სულ მოსახლეზე გამომუშავებული კეთილდღეობითა და ფინანსებით“, — აღნიშნა ლევან კალანდაძემ. 

როგორც ეკონომისტმა განმარტა, დოკუმენტში, წინა მოდელისგან განსხვავებით, არ კეთდება აქცენტი მხოლოდ თბილისის, ბათუმის ან მესტიის განვითარებაზე, არამედ მოხდება ყველა რეგიონის პოტენციალის სრულფასოვანი გამოვლენა.

„ეს შეიძლება თითოეული მათგანისთვის სხვადასხვა იყოს. აქ მთავარია, რომ ვიპოვოთ ის მიმართულებები, რომლებიც რეგიონების განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს“, — თქვა კალანადაძემ. 

მე-9 მოწვევის პარლამენტში განსახილველად შევიდა პროექტი საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსში ცვლილებების შესახებ. 35 საკანონმდებლო ცვლილების პროექტისგან შემდგარი პაკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.

ნატა პატარაია

მთავარი თემები