01:53 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი

პარლამენტი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს

© Sputnik/ Сергей Пятаков
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
19 0 0

საქართველოს პარლამენტში შესაძლოა განაახლონ კანონპროექტის განხილვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გვერდის ავლით შესვლის გამო თავისუფლების აღკვეთით დასჯის შესახებ.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა გადაწყვიტა განაახლოს ცვლილებების განხილვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც გულისხმობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით შესვლაზე პასუხისმგებლობის შერბილებას. 

საქართველოში მოქმედებს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც 2008 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. 

კანონის თანახმად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შესვლა საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით ისჯება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთითა და ჯარიმით. 

მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს სურთ საქართველო სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღონ ამ დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით დასჯა. 

„ბევრჯერ მითქვამს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი ზოგიერთ მუხლში გაუმჯობესებას საჭიროებს, იმისთვის, რათა ადამიანის უფლებები უკეთესად იყოს დაცული“, – განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ამ თემის კომენტირებისას.

საპარლამენტო უმცირესობა აღნიშნული კანონის ლიბერალიზაციის წინააღმდეგია, თუმცა მას პარლამენტზე გავლენის ბერკეტები არ გააჩნია.

მთავარი თემები