ოთხ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი მოწვევის პარლამენტი
ახალი მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე და გიორგი გახარია საქმიანობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელებენ. ეს გახდა მათთვის სადეპუტატო მანდატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. სანდრა რულოვსმა კი დეპუტატობაზე უარი თავად განაცხადა.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გასული სამი დეპუტატის — გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძის, გიორგი გახარიასა და  ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით გასული სანდრა რულოვსისთვის  სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ, იუწყება საქართველოს პარლამენტი.

გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე და გიორგი გახარია საქმიანობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელებენ, და ეს გადაწყვეტილება გახდა  მათთვის სადეპუტატო მანდატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.

საქართველოს პარლამენტმა 26 ნოემბერს ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით და სამთავრობო პროგრამას სახელწოდებით „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“. ახალ მთავრობას მეცხრე მოწვევის პარლამენტის 110-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის, ხოლო გიორგი გახარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პორტფელს ჩაიბარებენ.

სანდრა რულოვსმა მეცხრე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი თავად განახადა. რულოვსი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი იყო. ის სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც იყო, თუმცა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

საკანონმდებლო ორგანოში გიორგი კვირიკაშვილს, კახა კალაძესა და გიორგი გახარიას გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე ჩაანაცვლებენ. 

რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მის ადგილს პარლამენტში კახეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაიკავებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ პარტიულ სიაში №28 იყო.

პარლამენტი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხზე მას შემდეგ იმსჯელებს, რაც ზემოთ აღნიშნულ ოთხ დეპუტატს პარლამენტის წევრის სტატუსი შეუჩერდება.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დასკვნას წარუდგენს ბიუროს, რაც საფუძველი გახდება, რომ ბიურომ წარმოდგენილი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს.

© Sputnik / Maria Tsimintiaსაქართველოს ახალი მთავრობა
საქართველოს ახალი მთავრობა - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალი მთავრობა
ყველა ახალი ამბავი
0