01:51 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
გივი თარგამაძე

პროკურატურა გივი თარგამაძეზე თავდასხმის დეტალებს ადგენს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
34 0 0

ოქტომბრის დასაწყისში თბილისის ცენტრში ავტომობილი ააფეთქეს, რომელშიც ოპოზიციონერი გივი თარგამაძე იმყოფებოდა.

თბილისი, 28 ნოემბერი– Sputnik. საქართველოს პროკურატურა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გამოძიებას აგრძელებს, განაცხადა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

გივი თარგამაძის მანქანა 4 ოქტომბერს თბილისის ცენტრში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ახლოს ააფეთქეს. აფეთქების დროს მანქანაში იმყოფებოდნენ თავად გივი თარგამაძე და მისი მძღოლი, რომლებმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ხოლო ხუთი გამვლელი პირი მნიშვნელოვნად დაზარალდა. გამოძიებამ თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა და მასზე ძებნა გამოაცხადა.

"ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება,რათა დადგინდეს, ბრალდებული მოქმედებდა თუ არა მარტო და რა მოტივი ჰქონდა",-განაცხადა შოთაძემ.

თარგამაძის მანქანის აფეთქებიდან სამი დღის შემდეგ, პოლიციამ რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად დაადგინა ბრალდებული და დაასახელა მისი ინიციალები. ეჭვმიტანილის ვინაობა მოგვიანებით საინფორმაციო საშუალებებმა დაასახელეს — შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დავით ხეჩუაშვილი. 

ხეჩუაშვილის მშობლებმა განაცხადეს, რომ შეუძლებელი იყო მანქანა მათ შვილს აეფეთქებინა, რადგან აფეთქებამდე ხუთი დღით ადრე დატოვა საქართველო.

თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი — ბორის ჩაგუნავა, რომელიც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. ჩაგუნავას კუთვნილი რამდენიმე სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ იარაღის მთელი არსენალი ამოიღო. 

სასამართლომ წინასწარ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ორივე ეჭვმიტანილს, მათ შორის, ხეჩუაშვილს – დაუსწრებლად. 

საქართველოს შს სამინისტრო ხეჩუაშვილზე ინტერპოლით ძებნის გამოცხადებისათვის საჭირო დოკუმენტებს ამზადებს. თვითონ თარგამაძე გამოძიებას არ ენდობა და თვლის, რომ საქმის გამოძიებას განგებ აჭიანურებენ.

მთავარი თემები