საქართველოს ვიქტორ იუშჩენკო ეწვია

© AFP 2024 / EMMANUEL DUNANDუკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო
უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ყოფილმა მეთაურმა საქართველო-უკრაინის ამჟამინდელ ურთიერთობებთან დაკავშირებით სინანული გამოთქვა.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ოჯახთან ერთად საქართველოში იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

იუშჩენკო უკრაინას 2005 წლის იანვრიდან 2010 წლის თებერვლის ჩათვლით მეთაურობდა. ის საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი. მას და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჟურნალისტები განუყრელ მეგობრებს უწოდებდნენ.

„ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას შორის, ფაქტობრივად, ურთიერთობები არ არის. ვფიქრობ, არ არსებობს ორმხრივი გეგმა იმასთან დაკავშირებით, როგორ ვხედავთ ურთიერთობებს დღეს და ხვალ, როგორ უნდა განვითარდეს ეს ურთიერთობები. და ეს მტკივნეულია“, — განაცხადა იუშჩენკომ გუშინ, საღამოს თბილისის ერთ-ერთ კაფეში სტუმრობის შემდეგ.

მან აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი, ადრე თუ გვიან, დააფასებს სააკაშვილის კოლოსალურ მიღწევებს მისი პრეზიდენტობის დროს.

კიევი - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებში უკრაინაში მცხოვრებმა ქართველებმა ხმა "ქართულ ოცნებას" მისცეს

„ისე მოხდა, რომ საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება და ურთიერთობები (უკრაინასთან), პრაქტიკულად, ნულიდან იწყება. აუცილებელია ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება, ერთობლივი პროექტების განხილვა, ურთიერთობების კონცენტრაცია რეგიონულ და ევროპულ დონეზე“, — განაცხადა იუშჩენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პატივს სცემს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. პირველი ტურის შედეგებით, ხმათა უმრავლესობა პროპორციული სისტემით „ქართულ ოცნებას“ ერგო.

„ყოველთვის ვენდობოდი ქართველ ხალხს. ეს მათი არჩევანია და მე მას პატივს ვცემ“, — განაცხადა უკრაინის ექს-პრეზიდენტმა.

ბოლოს იუშჩენკო მეუღლესთან ერთად ბათუმში 2015 წელს იმყოფებოდა. ის საქართველოში ასევე იმყოფებოდა 2013 წელს, როდესაც ეწვია სააკაშვილს ყვარელში. მაშინ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0