დეპუტატობის ექს-დამოუკიდებელი კანდიდატი თბილისში მათხოვრობას აპირებს

© photo: Sputnikკანცელარია
კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი თამარ იარაჯული ირწმუნება, რომ მას ჯარიმის გადასახდელი თანხა არ აქვს, რადგან მთელ თანხას შვილის მკურნალობაში ხარჯავს.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის ყოფილი დამოუკიდებელი კანდიდატი თამარ იარაჯული სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან მათხოვრობას აპირებს, რათა ჯარიმა გადაიხადოს. იარაჯული 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნაძალადევის რაიონის ერთმანდატიან ოლქში იყრიდა კენჭს, თუმცა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

„მე არჩევნებში ვმონაწილეობდი… რაც მითხრეს, ყველა დოკუმენტი მივიტანე, მაგრამ, თურმე, ქონებრივი დეკლარაციაც უნდა შემევსო, რომლის შესახებაც არაფერი მითხრეს. ახლა კი შეტყობინება მივიღე 1000-ლარიანი ჯარიმის შესახებ… მე ხვალიდან კანცელარიის შენობასთან მათხოვრობას ვიწყებ, რომ ეს ფული მოვაგროვო“, — წერს იარაჯული „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

როგორც დამოუკიდებელი ექს-კანდიდატი აცხადებს, მას ჯარიმის გადასახდელად თანხა არ აქვს, რადგან უვლის შვილს, რომელსაც აუტიზმის რთული ფორმა აქვს და მთელ თანხას ბავშვის მკურნალობისთვის ხარჯავს. ბავშვი ინვალიდობის პენსიას იღებს, რომელიც საკმარისი არ არის.

ჯარიმის გადახდის შემდეგ იარაჯული სასამართლოში სარჩელის შეტანას და მისი შვილის უფლებების შელახვისთვის სახელმწიფოსგან მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0