სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

© REUTERS / David Mdzinarishviliსანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც სანდრა რულოვსი აღნიშნავს, არჩევნების შედეგების გაყალბება არა მარტო ზუგდიდში, არამედ მთელ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა, ხოლო რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მის გამარჯვებას, რულოვსი ამას ივანიშვილის პირად მარცხს უწოდებს.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი არჩევნებს უსამართლოს უწოდებს და  მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
მარნეულსა და ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

„ყველამ იცის, რომ მე პირველ ტურში გავიმარჯვე, ამიტომ შეურაცხყოფად ვთვლი მეორე ტურში მონაწილეობას ამ უსამართლო ე. წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე.  მე ვთვლი, რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში. მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ და, აქედან გამომდინარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პარლამენტიდან ან თუნდაც სხვა ადგილიდან დავუდგები გვერდში — ეს ჩემი ვალდებულებაა”, — განაცხადა რულოვსმა „ოდიში ნიუსთან“ საუბრისას.

განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის №66-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ედიშერ თოლორაიას მხარი 981-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ სანდრა რულოვსს კი 438-მა.

8 ოქტომბერს და 22 ოქტომბერს მიღებული ხმების რაოდენობა კი მთლიანობაში ასე გადანაწილდა: ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 10 692 ხმა მიიღო, რაც 44.8%-ია, მისმა კონკურენტმა ქართული ოცნებიდან ედიშერ თოლორაიამ კი 11 607 ხმა, 48.63%.

როგორც სანდრა რულოვსი აღნიშნავს, არჩევნების შედეგების გაყალბება არა მარტო ზუგდიდში, არამედ მთელ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა, ხოლო რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მის გამარჯვებას, რულოვსი ამას ივანიშვილის პირად მარცხს უწოდებს. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
საია: განმეორებით კენჭისყრაზე სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა

„ჩემი გამარჯვება პირველ ტურში — ეს იყო პირადი მარცხი ივანიშვილისთვის, არაფორმალური მმართველისთვის, ვინც 8 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ,,ის ქალბატონიც კი ვერ გაიმარჯვებს ზუგდიდში''. ეს მიიღეს, როგორც ბრძანება და ეს ბრძანება ყველანაირად უნდა შესრულებულიყო. ეს ყოვლად მიუღებელია ჩემთვის”, — განაცხადა რულოვსმა. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა. განმეორებითი არჩევნების გამართვა სერიოზული დარღვევების გამო გახდა აუცილებელი. ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე არჩევნები საარჩევნო უბნის მიმდებარედ არეულობის გამო შეწყდა, ხოლო ჯიხაშკარისა და განმუხურის უბნები ხმების დათვლის დროს დაარბიეს.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.  მეორე ტური 73-დან 50 ერთმანდატიან ოლქში შედგება, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ის მოგროვება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0