საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ თავისი გეგმების თაობაზე ისაუბრა

გამოწერა
ზაზა თავაძემ პირობა დადო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც რამდენიმე გახმაურებულ საქმეს განიხილავს, ყველა გამოწვევაზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარე ზაზა თავაძემ პირობა დადო, რომ თავის მოვალეობას მხოლოდ კანონის, ყველა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით შეასრულებს.

თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ხუთშაბათს აირჩიეს. მის კანდიდატურას რვიდან ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.

„პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება, ვგულისხმობ არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც სჭირდება სწრაფად მიხედვა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გარანტირებული დაცვა“, — განაცხადა თავაძემ. 

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე გახდა

თავაძემ ასევე ისაუბრა რიგი ოპოზიციური პარტიებისა და ექსპერტების ბრალდებაზე, რომ სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ის ქვეყნის ხელისუფლებამ გაიყვანა, რომელიც დაინტერესებულია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად არ მიიღოს.

„საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ… ჩვენთვის ყველა საქმე არის ერთი და იგივე, რამდენადაც ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები ჩვენთვის განურჩევლად არის ერთი და იგივე, შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესით“, — განაცხადა თავაძემ.

გახმაურებულ საქმეთა შორის, რომლებსაც ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, არის თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ჩინოვნიკების (ე.წ. კაბელების საქმე) ერთობლივი სარჩელი.

ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლს („ამორალური გარიგება“) ასაჩივრებს.

ყველა ახალი ამბავი
0