16:09 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ცესკო

არჩევნების მეორე ტურისათვის ცესკო 6 მილიონ ლარს ითხოვს

პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
13 0 0

იმისათვის, რომ განმეორებითი არჩევნები ჩაატაროს 4 საარჩევნო უბანზე და არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში, ცესკო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფას ითხოვს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ჩასატარებლად 6 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, აღნიშნული ოდენობის თანხა კომისიას დანაზოგის გაკეთების მიუხედავად დასჭირდება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა. განმეორებითი კენჭისყრა დანიშნულია 22 ოქტომბერს 4 საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნების შედეგების ანულირება მოხდა. ხოლო 30 ოქტომბერს დანიშნული მეორე ტურის არჩევნები 73-დან 50 ერთმანდატიან ოლქში შედგება, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ის მოგროვება. 

«სულ ბიუჯეტიდან მოსათხოვი თანხა, რომელიც უნდა მოითხოვოს მეორე ტურისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, წარმოადგენს 6 056 718 ლარს. აქ, რა თქმა უნდა, არის გარკვეული დანაზოგები, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოიყენებს მეორე ტურისთვის, მაგრამ ჩვენ დამატებით ვითხოვთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 056 718 ლარს. განაწილება წარმოდგენილია ყველა არჩევნებისთვის, რომელიც უნდა ჩავატაროთ 22-შიც 30-შიც“, — განაცხადა ჟვანიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. 77 დეპუტატს პარტიული სიით ირჩევენ, ხოლო 73-ს ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში. 

 

მთავარი თემები