კონსტანტინე გამსახურდია: 2016 წლის არჩევნები ორი პარტიის ძიძგილაობად გადაიქცა!

© photo: courtesy of T. Chochuaპოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რას ფიქრობს „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანებული კონსტანტინე გამსახურდია მიმდინარე არჩევნებზე, როგორ აფასებს არსებულ რეალობას და თავისი გუნდის შედეგებს და რა მიაჩნია გადაუდებელი რიგის ამოცანად მმართველი გუნდისთვის? კონსტანტინე გამსახურდია „Sputnik“- ის ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობს.

— სანამ თქვენს შეკითხვებს ვუპასუხებ, მინდა ერთი განცხადება გავაკეთო: მე ვერანაირად ვერ დავუჭერ მხარს მეორე ტურის არჩევნებში ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვერც ანტინაციონალურ მოძრაობას. დიახ, „ქართული ოცნება“, პრაქტიკულად ჩამოყალიბდა როგორც ანტინაციონალური მოძრაობა და ეს არჩევნები, ისევე, როგორც განვლილი ოთხი წელი, გადაიქცა ამ ორი ძალის ძიძგილაობად, სადაც პრაქტიკულად იგნორირებულია არა მხოლოდ დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები, არამედ საზოგადოებაც.

პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
გიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას არ აპირებს

-ბატონო კონსტანტინე! ორივე ამ პარტიას აქვს პრეტენზია, რომ საზოგადოების ინტერესებს გამოხატავენ, ყოველ შემთხვევაში, იმ ნაწილის, რომელიც მათ უჭერს მხარს და ეს არც თუ ისე ცოტაა…

— …და არც ისე ბევრი. მიაქციეთ ყურადღება, არჩევნებში მონაწილეობა  ამომრჩეველთა 50%-ზე ცოტა მეტმა მიიღო, გამოდის, რომ ელექტორატის ნახევარის ინტერესები იგნორირებულია. საერთოდაც, მინდა გითხრათ, რომ ორივე ძალა ახდენს საზოგადოების მარგინალიზაციას. რაში გამოიხატება ეს — დღეს საზოგადოებას ეძახიან რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არ არის ქართული საზოგადოების მთელი სპექტრი. სწორედ ძირითადი მასის აზრი არის უგულვებელყოფილი, ანუ, როგორც დღეს ამბობენ, „შუა არის გაკრეფილი“.

აკაკი ასათიანი - Sputnik საქართველო
აკაკი ასათიანი: „ოცნება“ ვეღარ იწუწუნებს, ხელს გვიშლიდნენ და ვერ მოვახერხეთო

- თქვენ ბრძანეთ, რომ მეორე ტურში არც ერთ მხარეს არ დადგებით. მიზეზი შესაძლო კონსტიტუციური უმრავლესობა ხომ არ არის?

— კონსტიტუციური უმრავლესობა სულაც არ არის ისეთი საშინელება, როგორადაც მას წარმოსახავენ და არც ისე უცხოა საქართველოსთვის… თავი  დავანებოთ საბჭოთა პერიოდს და დავიწყოთ პირველი ქართული პარლამენტიდან — 1919 წელს სოციალ-დემოკრატებს 130-დან 109 მანდატი ჰქონდათ. ასევე უმრავლესობით მოვიდა „მრგვალი მაგიდა“, „მოქალაქეთა კავშირი“ და ორჯერ „ნაციონალური მოძრაობა“. ერთადერთი მრავალპარტიული  იყო 2012-2016 წ.წ. პარლამენტი, ანუ „ოცნებას“ ჯერ არ ჰქონია კონსტიტუციური უმრავლესობა. სავარაუდოდ, ახლა ექნებათ და ვნახავთ, რას მოიმოქმედებენ.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ვახტანგ ხმალაძე: მიუხედავად რიგი დარღვევებისა, 2016 წლის არჩევნები ლეგიტიმურია

- ინტერფრაქციულ ჯგუფში საქმიანობისას თქვენ საარჩევნო სისტემის შეცვლას უჭერდით მხარს. მიგაჩნიათ, რომ ახლანდელი არჩევნები დიდი დარღვევებით ჩატარდა?

— თავად გახლდით მაჟორიტარობის კანდიდატი აბაშა- მარტვილის რეგიონში და საკუთარი თვალით ვნახე ამ სისტემის მთელი  მანკიერება. მიმდინარეობდა ტოტალური მოსყიდვა, როგორც ფულით, ისე პროდუქტით. ამას აკეთებდა ორივე გამარჯვებული პარტია; როგორც უკვე მოგახსენეთ, მიდიოდა ორი პარტიის ძიძგილაობა, რომელიც ხშირად ხელჩართულ ჩხუბში გადადიოდა. იყო ბევრი დარღვევა და, მიუხედავად უცხოელი დამკვირვებლების დადებითი შეფასებისა, ვერანაირად ვერ გავიზიარებ მათ აზრს. ზოგადად, ეს არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც ტარდება პოსტ-საბჭოთა სივრცეში (ბალტიისპირეთის გამოკლებით), ევრუპული სტანდარტები მე ვერსად ვნახე.

კობა კობალაძე - Sputnik საქართველო
კობა კობალაძე: „ქართულ ოცნებაში“ ძალაუფლებას მოწყურებული ადამიანები არ არიან

- როგორი მოდელი გესახებათ უმჯობესად საქართველოსთვის?

— მე მუდამ წინააღმდეგი ვიყავი მაჟორიტარული წესის, რადგან ეს მმართველ პარტიას დიდ უპირატესობას აძლევს (გამოჩნდა კიდეც). თუ მაინცდამაინც ვერ ველევით, გადავხედოთ ჩვენს კონსტიტუციას, სადაც არის ჩადებული ორპალატიანი პარლამენტის შესაძლებლობა. ოღონდ, იქ არის მინიშნება, რომ ეს შეაძლებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში. თუ ამ აუცილებლობას მოვაშორებთ, მაშინ შეგვეძლება, ერთი პალატა განთავსდეს თბილისში, სადაც იქნებიან არჩეული პროპორციული სიით და მეორე — ქუთაისში, სადაც თავს მოიყრიან მაჟორიტარი პარლამენტარები. 

ჩვენს საუბარს დავასრულებ ასევე განცხადებით: —ყველაფერი ზემოთქმულის ფონზე, „პატრიოტთა ალიანსის“ შედეგს დადებითად შევაფასებ, ეს ნამდვილად გამარჯვებაა, მცირე, მაგრამ მაინც გამარჯვება.

თენგიზ ჩოჩუა


ყველა ახალი ამბავი
0