16:13 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
გიორგი კანდელაკი

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს დახმარებას სთხოვს

© FB/Giorgi Kandelaki
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
20 0 0

ენმ მომხრეებს მოუწოდებს, თითოეულმა მათგანმა თუნდაც ერთი ადამიანი მაინც დაარწმუნოს იმაში, რომ მეორე ტურში მმართველ პარტიას ხმა არ მისცეს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს კამპანიას „+1“, რომლის ფარგლებშიც მათმა თითოეულმა მომხრემ ერთი ადამიანი მაინც უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ არ მისცეს ხმა და ამით ხელი შეუშალოს მათ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას.

„იცით, რომ ჩვენ გვაქვს „+1“ კამპანია. ჩვენ მივმართავთ იმ 500 ათას ადამიანს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა თხოვნით, რომ ერთი ადამიანი მაინც, რომელიც არ ყოფილა არჩევნებზე ან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ მიუცია ხმა, დაარწმუნოს იმაში, რომ აუცილებელია მეორე ტურებზე მოსვლა და პროდასავლური ოპოზიციისთვის მხარის დაჭერა“, — განაცხადა გიორგი კანდელაკმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ენმ ბოლომდე იბრძოლებს მიზნის მისაღწევად, ვინაიდან პარტია კარგად აცნობიერებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას საკუთარი ნახევარი მილიონი ამომრჩევლის, ყველა პროდასავლური მიმართულების ამომრჩევლისა და „ზოგადად მთელი ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე“.

შეგახსენებთ: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ორიოდე დღის წინ მოწოდებით მიმართეს საქართველოს პროდასავლურ პარტიებს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი დაუჭირონ არა „ქართული ოცნების“, არამედ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს, რათა მმართველმა პარტიამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოიპოვოს.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება.

მთავარი თემები