16:13 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე

მანანა კობახიძე: საზოგადოებას ეუბნებიან, არჩევანი „ნაციონალების“ სასარგებლოდ გააკეთონ

თ. ჩოჩუა
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
16 0 0

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ტექსტებში სხვა არაფერი იკითხება.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს მიაჩნია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები ხელოვნურად ქმნიან აჟიოტაჟს „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საკითხზე და საზოგადოებას პირდაპირ მოუწოდებენ, ხმა ენმ-ის კანდიდატების სასარგებლოდ მისცენ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში.  

„უმეტეს ოლქებში მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობაა", არჩევანი „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის უნდა გაკეთდეს და ისინი საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებიან, არჩევანი „ნაციონალურ მოძრაობის" სასარგებლოდ გააკეთონ“, — განაცხადა კობახიძემ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ტექსტებში სხვა არაფერი იკითხება.

შეგახსენებთ: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ორიოდე დღის წინ მოწოდებით მიმართეს საქართველოს პროდასავლურ პარტიებს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი დაუჭირონ არა „ქართული ოცნების“, არამედ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს, რათა მმართველმა პარტიამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოიპოვოს.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება.

მთავარი თემები