16:09 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
არჩილ კაიკაციშვილი

არჩილ კაიკაციშვილი: შესაძლოა პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა მოუხდეს

© FB/Achiko Kaikatsishvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
86 0 0

თუ მაჟორიტარულ ოლქებში დანიშნულ მეორე ტურში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ბუნებრივია, ის არ დაუჭერს მხარს ოპონენტის კანდიდატს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების გამარჯვებამ შესაძლოა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა. 

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ის პარტია წარადგენს, რომელმაც უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო პროპორციული სისტემით, მაგრამ მაჟორიტარულ ოლქებში დანიშნულ მეორე ტურში თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ბუნებრივია, ის არ დაუჭერს მხარს ოპონენტის კანდიდატს პრემიერ-მინისტრის პოსტზე,  რის შემდეგაც  პრეზიდენტს ერთადერთი გამოსავალი — პარლამენტის დათხოვნა დარჩება“, — აღნიშნა კაიკაციშვილმა.

8 ოქტომბერს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ ამომრჩეველთა ხმების 48,67% დააგროვა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ — 27,11%, ხოლო საარჩევნო ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ —5,01%.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური   50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 50 საარჩევნო ოლქიდან მინიმუმ 46-ში უნდა გაიმარჯვოს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძის აზრით, პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნისთვის საშიში იქნება.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით კი,  მართალია, 2004-2012 წლებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ ქვეყნის მართვამ სისტემური დანაშაულებები მოიტანა და ახალ ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა, მაგრამ დღეს ქვეყანაში საპარლამენტო ცხოვრებისა და დემოკრატიის ხარისხი, იმ პერიოდთან შედარებით,  არის გაცილებით მაღალი და ამიტომ  „ქართული ოცნების “ საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში მოსვლა ქვეყნისთვის  საფრთხის შემცველი არ  იქნება.

„მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან ხელისუფლების უზურპაციის   შემთხვევაში ხალხი დაუბრუნდება ქუჩას  და ხელისუფლება იძულებული გახდება, მის მოთხოვნებსა და განწყობებს ანგარიში გაუწიოს“, — მიაჩნია არჩილ კაიკაციშვილს. 




















მთავარი თემები