16:08 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი საუბარს საკონსტიტუციო უმრავლესობაზე სპეკულაციად მიიჩნევს

© FB/Георгий Квирикашвили
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
13 0 0

აქტივისტებმა საქართველოს პროდასავლურ პარტიებს მოუწოდეს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა არ მისცენ „ქართულ ოცნებას“, რათა მათ ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საუბარი იმაზე, რო მ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ უნდა მიიღოს, არაჯანსაღი სპეკულაციაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა უფრო ადრე საქართველოს პროდასავლურ პარტიებს თხოვნით მიმართეს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი დაუჭირონ ოპოზიციონერ კანდიდატებს, რათა მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღოს.

„ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაცია, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით იმარჯვებს და ქვეყანა დაიღუპა, ძალიან ხელოვნურია“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად მმართველმა პარტიამ 50 ერთმანდატიანი ოლქიდან სულ ცოტა, 46 —ში უნდა მოიგოს.

„ჩვენ სწორედაც იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე დანაპირები შევასრულოთ და ის ძალიან დინამიური და ამბიციური განვითარების გეგმა, რომლის განხორციელებაც აქტიურად დავიწყეთ, ბოლომდე მივიყვანოთ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ წარსულში გვქონდა პრეცედენტი, როდესაც კონსტიტუცია მორგებული იყო ერთ კაცზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ აუცილებელია სპეციალური ჯგუფის შექმნა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებები შეიტანოს, რომ ხელისუფლების უზურპაცია ვერავინ შეძლოს.

„ეს არ იქნება ის, რომ პარლამენტში პირველ რიგში დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებული. არავითარ შემთხვევაში. აქ სიჩქარე არ ივარგებს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შევქმნათ ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული განვითარების ძალიან მაღალი დინამიკა. ამას ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 67 ადგილი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ — 27, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ – 6.

საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა. 73-იდან 50 ერთმანდატიან ოლქში კანდიდატებმა 50%-ზე მეტი ხმის მიღება ვერ შეძლეს, ამიტომ მეორე ტური დაინიშნა, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდება.

მთავარი თემები