16:17 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
პარლამენტის შენობა

ასტროლოგი მომავალ პოლიტიკოსებს სწავლას ურჩევს

© Sputnik/ Александр Имедашвили
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
19 0 0

მიხეილ ცაგარელმა ასევე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ პიარ-კამპანიის გაუმჯობესებისკენ მოუწოდა.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, მომავალი პოლიტიკოსების განათლებას მიაქციოს ყურადღება, რათა ქვეყანას არაპროფესიონალები აღარ მართავდნენ.

მან აღნიშნა, რომ მომავალმა პოლიტიკოსებმა პოლიტოლოგიის, სულ ცოტა, სამთვიანი კურსები მაინც უნდა გაიარონ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მათ დიალოგის წარმოება ისწავლონ და პარლამენტი ბაზარს არ დაამსგავსონ.

„პოლიტიკა — ეს ცალკე საგანია, პოლიტიკური საგანი ვინმეს უსწავლია? – არა. მაშინ რა უფლება აქვთ, პოლიტიკაში იყვნენ?! მათ არ იციან ქვეყნის მართვა… როდესაც იმ სფეროში მიდიხარ, რომელიც არ გისწავლია, როგორ უნდა იყო კარგი პოლიტიკოსი?!“ — განაცხადა ცაგარელმა პრესკონფერენციაზე.

ცაგარელმა აღნიშნა, რომ დაამთავრა პოლიტოლოგიის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე და ნათლად ხედავს შეცდომებს, რომლებსაც პოლიტიკოსები უშვებენ.

მან, ასევე, ურჩია „ქართულ ოცნებას“, გააუმჯობესოს პიარ-კამპანია და მაგალითად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოიყვანა, რომელსაც გუნდში „პიარის გენიოსები“ ჰყავდა.

ცაგარელმა აღშფოთება გამოთქვა საქართველოში არჩევნების წინ კვების პროდუქტებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით.

მან აღნიშნა, რომ მისი ასტროლოგიური პროგნოზი, პრაქტიკულად, 100%-ით ასრულდა.

კითხვაზე, როგორი უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, ცაგარელმა უპასუხა, რომ საუკეთესო კანდიდატურა ამჟამინდელი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია.

„საწყენია, რომ დათო უსუფაშვილი ამოვარდა პოლიტიკური სპექტრიდან… მას აქვს კარგი მონაცემები, რომ გაიზარდოს და კარგი პოლიტიკოსი დადგეს. ის მშვიდია, გაწონასწორებული, არავის ლანძღავს, შეუძლია შეინარჩუნოს ემოციური კონტროლი. სწორედ ასეთი უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე“, — განაცხადა ცაგარელმა.

მთავარი თემები