16:13 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
არჩევნები 2016

აქტივისტები საქართველოს პროდასავლურ პარტიებს ოპოზიციის მხარდაჭერას სთხოვენ

პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (34)
31 0 0

მსახიობები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერის მოწოდებით გამოდიან, რათა მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიიღოს.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პროდასავლურ პარტიებს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 30 ოქტომბერს გაიმართება იმ 50 ერთმანდატიან ოლქში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა 50%-ზე მეტის აღება ვერ შეძლო. საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად „ქართულ ოცნებას“ 46 ადგილი სჭირდება. 

„მოგმართავთ თქვენ, როგორც ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილ პროდასავლურ პარტიებს, რომელთათვისაც, გვჯერა, ღირებულია ქვეყნის განვითარების ევროატლანტიკური ვექტორი და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებები, გამოიჩინოთ პოლიტიკური კეთილგონიერება, აარიდოთ ქვეყანას დაუბალანსებელი, ერთპარტიული მმართველობის საშიშროება და მოუწოდოთ თქვენს მხარდამჭერებს, მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად, არჩევნების მეორე ტურში არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ“, — აღნიშნულია ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერს 40 ადამიანი, მათ შორის ცნობილი მსახიობები, ჟურნალისტები, მომღერლები, მხატვრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

წერილის ავტორები ერთი პარტიის ერთპიროვნულ მმართველობაში სერიოზულ საფრთხეს ხედავენ.

„ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს გამოცდილება, რომ ერთი პარტიის ხელში თავმოყრილი საკონსტიტუციო უმრავლესობა გამორიცხავს სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საშინაო თუ საგარეო საკითხებზე დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრთან კონსულტაციების, კონსენსუსისა და დიალოგის შესაძლებლობებს“, — აღნიშნულია წერილში.

პროპორციული არჩევნების შედეგებით, „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ ხმათა 48,67% აქვს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას — 27,11%, ხოლო ბლოკს „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 5,01%.

ამგვარად, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს 67 ადგილი, „ნაციონალურ მოძრაობას“ — 27, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ – 6. უბრალო საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის 9 მანდატი, ხოლო მთავარ ოპოზიციურ ძალას — 49.

თემები:
საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (34)

მთავარი თემები