16:16 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ფრანგული სამხედრო ხომალდი ბათუმში

ბათუმში ფრანგული სამხედრო ხომალდი შემოვიდა

© Пограничная полиция Грузии
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
13 0 0

ფრანგული სამხედრო ხომალდი მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ სწავლებებში, რომლის მსვლელობისას დამუშავდება ხომალდის აბორდაჟზე აყვანის ოპერაცია.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხომალდი Premier MatitreL’Her  საქართველოს საზღვაო აკვატორიაში შემოვიდა, ამის შესახებ საქართველოს შს-საზღვაო პოლიციის ვებ-გვერდი იტყობინება. 

„ფრანგული სამხედრო ხომალდის ვიზიტის ფარგლებში, ერთობლივი წყალქვეშა და სააბორდაჟო ოპერაციის სწავლებები ტარდება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შავი ზღვის აკვატორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, —ნათქვამია ინფორმაციაში.  ბათუმის პორტში გემს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და აჭარის მთავრობის წევრები დახვდნენ.

 ორშაბათს საღამოს,შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, საფრანგეთის რესპუბლიკის სამხედრო ხომალდ Premier Maître L’Her-ის ვიზიტის ფარგლებში ხომალდის მეთაურს ნიკოლა დე გუვეს, საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის თავდაცვის ატაშეს საქართველოში ოლივიე მადიოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოში (ბათუმი) შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხებზე და სამომავლოდ დაგეგმილი ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე ისაუბრეს.

ფრანგული ხომალდი საქართველოს 20 ოქტომბერს დატოვებს.


მთავარი თემები