16:13 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
წინასაარჩევნო პლაკატები

არჩევნების მეორე ტური: კონკურენტების იმედები

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (34)
5901

50 ერთმანდატიან ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, აქედან 46 ოლქში დეპუტატის სკამებისთვის ერთმანეთს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დაუპირისპირდება.

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ორმა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ – „ქართული ოცნება– დემოკრატიულმა საქართველომ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთმანდატიან ოლქებში არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიური მზადება დაიწყეს.

წინასწარი ინფორმაციით, მეორე ტური 30 ოქტომბერს იმ 50 ოლქში გაიმართება, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა 50%–ზე მეტის მიღება ვერ შეძლო. 50-დან 46 ოლქში დეპუტატის სკამებისთვის მმართველი და ყოფილი მმართველი პარტიები – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ – იბრძოლებენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მეორე ტურის მთავარი აქცენტრი მის მშვიდობიან ჩატარებაზე გაკეთდება.

„მე ვფიქრობ, რომ როდესაც მეორე ტური ამდენ ოლქში ტარდება, ეს ნიშნავს, რამდენად გაზრდილია დემოკრატიულობის ხარისხი. კონკრეტული გარემო და მაღალი ბარიერი ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობას. ახლა ჩვენ ამოცანას არჩევენების მეორე ტურის მაღალი ორგანიზებულობით და მშვიდ გარემოში ჩატარება წარმოადგენს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ.

ოპოზიციურ პარტიაში იმედოვნებენ, რომ საქართველოს მოსახლეობა მეორე ტურში მმართველი პარტიის წინააღდეგ მისცემს ხმას, რათა არ დაუშვას ერთპიროვნული მმართველობა.

„ადამიანები, რომლებიც არ მოვიდნენ არჩევნებზე, ან რომლებმაც ხმა არ მისცეს ოპოზიციას, დღეს ხედავენ, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, სადაც ერთ ძალას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. მთავარია, არ დავუშვათ, რომ მხოლოდ ერთი ძალა იღებდეს გადაწყვეტილებებს და ეს შანსი არის მეორე ტურში“, – განაცხადა ნაცმოძრაობის ლიდერმა გიგი წერეთელმა.

საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა. წინასწარი შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 67 დგილი მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ – 6. პარლამენტში სულ 150 ადგილია.

საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად მმართველ პარტიას კიდევ 46 ადგილი სჭირდება.

თემები:
საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (34)

მთავარი თემები