საქართველოს ოთხშაბათს ყირგიზეთის პრეზიდენტი ეწვევა

© Фотохост-агентство / გადასვლა მედიაბანკშიალმაზბეკ ატამბაევი
ალმაზბეკ ატამბაევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალმაზბეკ ატამბაევი თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა, შემდეგ ერევანში გაემგზავრება.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ამ კვირაში საქართველოს ეწვევა და შემდეგ ერევანში მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის საბჭოს სესიაში, იუწყება „Sputnik ყირგიზეთი“ ორშაბათს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ყირგიზეთის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ოთხშაბათს არის დაგეგმილი. შემდეგ ის ერევანში გაემგზავრება.

ვიზიტების დეტალები ატამბაევმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ერლან აბდილდაევთან და ყირგიზეთის სახელმწიფოს მეთაურის აპარატის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელ საპარ ისაკოვთან განიხილა.

„პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა შეხვედრის მონაწილეებთან განიხილა საგარეოპოლიტიკური ღონისძიებების მომზადების მსვლელობა, მათ შორის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და სამუშაო ვიზიტი სომხეთში, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას“, — განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა.

ყველა ახალი ამბავი
0