ირაკლი ალასანიას პარტია ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვა

© FB / Buka Petriashviliალექსი პეტრიაშვილი
ალექსი პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსი პეტრიაშვილმა თავის პარტიელ თანამებრძოლებს („თავისუფალი დემოკრატები“) მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქვეყანაზე ზრუნვას გააგრძელებს, ოღონდ სხვა ამპლუაში.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ დღეში პარტიის რიგები დატოვა.

პეტრიაშვილი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი იყო. პარტიას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს. მიმდინარე წლის თებერვალში ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

„პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველა თავისუფალ დემოკრატს და ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის! ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში. დღეიდან აღარ ვარ პარტიული…“ — წერს პეტრიაშვილი.

საქართველოს პოლიცია - Sputnik საქართველო
პეტრიაშვილმა თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა

რას უკავშირდება პეტრიაშვილის წასვლა, ჯერჯერობით უცნობია. 15:00 საათზე ირაკლი ალასანია ბრიფინგს გამართავს.

პეტრიაშვილი 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ნოემბრის დასაწყისამდე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო. მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ირაკლი ალასანია იმჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა.

პეტრიაშვილის მეუღლე ჟურნალისტი ეკა მიშველაძეა. მისი საავტორო ტელეგადაცემა 2015 წლის შემოდგომაზე სკანდალურ ვითარებაში დახურეს.

ამჟამად მიშველაძე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პრეს-სპიკერია.

ყველა ახალი ამბავი
0