"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისში მასშტაბურ აქციას ჩაატარებს

© photo: Sputnikენმ-ს მომხრეები
ენმ-ს მომხრეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიაში მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე აქციაზე შეიკრიბება ათასობით მათი მომხრე არა მარტო თბილისიდან, არამედ რეგიონებიდანაც.

თბილისი, 29 სექტემბერი– Sputnik. 5 ოქტომბერს თბილისში ამომრჩევლებთან დასაკვნითი შეხვედრის ჩასატარებლად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

აქცია ვარდების მოედანზე თბილისის დროით 16.00 საათზე ჩატარდება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს თბილისის მერიას შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს.

"ეს მრავალათასიანი აქცია იქნება, რომელიც ვარდების მოედანზე ჩატარდება, რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის ჩათვლით. შეიკრიბებიან ყველა რეგიონიდან ჩამოსული ჩვენი მომხრეები…ჩვენი პროგნოზებით, ეს მასშტაბური შეკრება იქნება",- თქვა მელიამ.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის ხელნოწერაზე უარი განაცხადა, რომელიც ერთმანეთის წინასაარჩევნო კამპანიებში პარტიების ჩაურევლობის შესახებ შეთანხმებას წარმოადგენს. მემორანდუმის ინიციატორია "ქართული ოცნება".  მემორანდუმის ხელმოწერა ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პროვოკაციების აცილების მიზნით პარტია უარს აცხადებს კონტრაქციების ჩატარებაზე.

ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
"ქართულმა ოცნებამ" ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გაასაჯაროვა

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმში მუშაობენ. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმით ახსნა, რომ ხელიუფლებას ხელთ აქვს ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არაერთხელ უარჰყოფდა ხელისუფლების ბრალდებებს და აცხადებდა, რომ პროვოკაციებში მმართველი პარტია არის დაინტერესებული.

საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0